სიახლეები
საინტერესო

მსოფლიოს საუკეთესო ზოოპარკები - ნაწილი I
30-06-2018
-
+


არანაირი ბარიერები და არანაირი გისოსები, მხოლოდ ჯანმრთელი და მოვლილი ცხოველები. ირგვლივ ბუნებრივი გარემო, ტბორები, ნაკადულები, წყაროები, კლდეები და ხეები. 

ეს ზღაპარი ნამდვილად არაა. ეს თანამედროვე ზოოპარკის კონცეფციაა, სადაც ცხოველები თავს ისე გრძნობენ, როგორც სახლში, ხოლო დამთვალიერებლები კი მათი სტუმრები არიან.  

Etaloni.ge წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე გამორჩეულ ზოოპარკებს. 

ნაწილი I

ბაზელის ზოოპარკი - ბაზელი, შვეიცარია. 


თუ თქვენ გინდათ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ადგილს ესტუმროთ, ბაზელის ზოოპარკი ამისთვის შესანიშნავი ვარიანტია. გარდა ამისა, შვეიცარიაში ეს ყველაზე პოპულარული ადგილია, რომელსაც წლიურად 1.8 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს. აქ თქვენ ნახავთ მარტორქებს, ჰიპოპოტამებს, მაიმუნებს, ოკაპებსა და ფლამინგოებს. ზოოპარკის მფლობელები მის გაფართოებას აპირებენ და 2019 წელს შვეიცარიაში ყველაზე დიდი აკვარიუმის გახსნას გეგმავენ.
 


ტორონტოს ზოოპარკი - ტორონტო, კანადა 

ტორონტოს ზოოპარკი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ზოოპარკია. აქ დაახლოებით 16,000-ზე მეტი ცხოველი ცხოვრობს. ზოოპარკი ორიენტირებულია ცხოველებისთვის ბუნებრივი და სასიამოვნო გარემოს შექმნისკენ. ტორონტოს ზოოპარკი მსოფლიოს სხვა ზოოპარკებთან ერთად გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გადარჩენის კამპანიაშია ჩართული. ზოოპარკში სასიამოვნო გარემოა, თუმცა სტუმრებს აფრთხილებენ, რომ მათი მოგზაურობა შეიძლება კრახითაც დასრულდეს - პავილიონებში თავისუფლად დასეირნობენ ჟირაფები, გიგანტური პანდები და გორილები, ღამით კი თვით კომოდოს დრაკონსაც შენიშნავთ. ზოოპარკში ბევრი რესტორანი, ბავშვებისთვის გასართობი ცენტრები და საპიკნიკე ადგილებია. 



ჩესტერის ზოოპარკი - ჩესტერი, ინგლისი 

ჩესტერის ზოოპარკი დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ზოოპარკი და ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ველური ბუნების მოყვარულთათვის. საოცარი ცხოველები, ექსპონატები და დეკორაციები დამთვალიერებელთა შორის დიდი პოპულარულობით სარგებლობენ. ზოოპარკში დიდი ყურადღება ექცევა ჟირაფებსა და მათ „ნათესავ“ ოკაპებს, რადგან ველური ბუნების ეს წარმომადგენლები დიდი საფრთხის ქვეშ არიან. ზოოპარკში ყველანაირი პირობაა შექმნილი აფრიკული ცხოველებისთვის, მათი კვლევა და გადარჩენის სტრატეგიების შემუშავება კი ზოოპარკის მესვეურთათვის უპირველესი ამოცანაა. 



სმითსონიანის ეროვნული ზოოპარკი - ვაშინგტონი, აშშ

ეს არის ერთ-ერთი უძველესი ზოოპარკი ამერიკაში, რომელიც დაახლოებით 1,800 ცხოველს იტევს. ზოოპარკი სმითსონიანის ინსტიტუტის ნაწილია, რაც გულისხმობს იმას, რომ ზოოპარკში ცხოველთა სახეობების გადასარჩენად და შესანარჩუნებლად უამრავი მეცნიერი მუშაობს. სმითსონიანის ზოოპარკი ფაქტობრივად ერთ-ერთი პირველი სამეცნიერო ზოოპარკია. აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ აზიური სპილოები, გიგანტური პანდები, დიდი კატები და ასე შემდეგ. ზოოპარკი 364 დღის განმავლობაში ღიაა და შესვლა უფასოა. 



ედინბურგის ზოოპარკი - ედინბურგი, შოტლანდია 

ედინბურგის ზოოპარკი იყო პირველი ზოოპარკი მსოფლიოში, სადაც ჯერ პინგვინების, ხოლო შემდგომ კი გიგანტური პანდებისა და კოალების ნახვა შეეძლო დამთვალიერებელს. ზოოპარკში სტუმრებს შეუძლიათ თავადვე მიიღონ მონაწილეობა საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების გადარჩენის პროგრამებში. ზოოპარკში, რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ პინგვინები, მაგრამ თუ ძალიან გაგიმართლათ მათ აღლუმსაც დაესწრებით. ყოველდღიური საუბრები და ექსკურსიები - ეს ზოოპარკის ყოველდღიურობაა. 



სამხრეთ აფრიკის ეროვნული ზოოლოგიური პარკი - პრეტორია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 

შეიძლება ეს არ იყოს ყველაზე ცნობილი ზოოპარკი ამ სიაში, მაგრამ ის ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული კვლევითი დაწესებულებაა მსოფლიოში. ზოოპარკის ბინადრების უმრავლესობა სწორედ მის ტერიტორიაზეა დაბადებული. და რას ვნახავთ სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ზოოლოგიურ პარკში? - ძუძუმწოვართა 209 სახეობის 3117 წარმომადგენელს, ჩიტების 202 სახეობის 1358 წარმომადგენელს, თევზების 109 სახეობის 3871 წარმომადგენელს, უხერხემლოთა 4 სახეობის 388 წარმომადგენელს, რეპტილიების 93 სახეობის 309 წარმომადგენელს და ამფიბიების 7 სახეობის 44 წარმომადგენელს. ამათ გარდა, პარკში არის გოლფის მოედნები და ღამის ექსკურსიები. პარკის ტერიტორია მთლიანობაში 210 ჰექტარს მოიცავს.  



შონბრუნის ზოოპარკი - ვენა, ავსტრია 

შონბრუნის ზოოპარკი 1752 წელს გაიხსნა და მსოფლიოს უძველესი ზოოპარკია. უკანასკნელი 260 წლის მანძილზე ზოოპარკი ნელ-ნელა ჩამოყალიბდა, როგორც სახეობათა კონსერვაციის ცენტრი. ევროპაში სწორედ შონბრუნის ზოოპარკში მოხდა პირველად ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერება. აქ ცხოველებთან ერთად შეგიძლიათ ნახოთ ვენის ულამაზესი არქიტექტურა, დაესწროთ საინტერესო ტურებს და მიირთვათ გემრიელი საჭმელი. 



იხილეთ ასევეყველაფერი თბილისის ახალი ზოოპარკის შესახებ - ინტერვიუ ზურაბ გურიელიძესთან

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

ლაპარაკობენ, აღზრდა არ იყო სკოლის ნაწილი და აღზრდისთვის დაგვჭირდება დამატებითი პროექტების განხორციელება...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება