| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქარელის ახალსოფლის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „ტოლერანტი“ მცირე გრანტის პროექტი „ზრუნვით გავუთბოთ ერთმანეთს გულები“ განახორციელა.
სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
ამ პროგრამის მიერ გამოცხადებულ მცირე გრანტების კონკურსში ახალსოფლის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა მოიპოვა გრანტი და განახორციელა პროექტი.
პროექტის დახურვის პრეზენტაციას სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ შიდა ქართლის კოორდინატორი ლია გორელიშვილი და PH International-ის წარმომადგენელი ინგა ქიბროწაშვილი ესწრებოდნენ.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაცია და ისაუბრეს იმაზე თუ რა გაკეთდა პროექტის ფარგლებში.
ასევე, სტუმრებს წარმოუდგინეს ცეკვები და სხვადასხვა საკრავებზე შესრულებული სიმღერები.
ღონისძიება სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ ფიქრია სარალიძემ შეაჯამა.
გთავაზობთ ჩატარებულ პრეზენტაციას
იხილეთ ფოტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება