სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ხელახალი რეორგანიზაცია განათლების სამინისტროში“ - ახალი მინისტრი უწყებაში მორიგ ცვლილებებს იწყებს?
31-07-2025
-
+


 
განათლების  სამინისტროში რეორგანიზაცია მეორედ დაიწყო - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თეა ძოწელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. ძოწელიძე უწყებაში სკოლამდელი განათლების მიმართულებით მუშაობდა და ხელშეკრულება დაახლოებით 2 თვის წინ, პირველი რეორგანზიაციის დროს შეუწყვიტეს, რადგან როგორც თავად აღნიშნავს, პროევროპული პეტიციის ერთ-ერთი ინიციატორი იყო.
 
 
თეა ძოწელიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
 
„6 ივნისს დასრულდა ბოლო რეორგანიზაცია, რომელიც, რეალურად იდეების და შეხედულებების ნიშნით წმენდა იყო და არა პროფესიული რეფორმა. შედეგად გაუქმდა ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულება - სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების სამმართველოები.
 
ამ ცვლილებებმა გააღიზიანა როგორც საზოგადოება, ასევე სავარაუდოდ უცხოელი პარტნიორები, განსაკუთრებით ისინი, ვინც საქართველოში განათლების სფეროში წლებია აქტიურად მუშაობენ. არ იფიქროთ, რომ ეს არ აინტერესებთ - პირიქით, იმ თვითგამოცხადებულ იზოლაციაში, რაც დღეს ხელისუფლებამ თავად შექმნა, ისინი განსაკუთრებით სენსიტიურები არიან დასავლური კრიტიკის მიმართ.
 
გარდა ამისა, ხმაური არ მოჰყვა მხოლოდ კონკრეტული თანამშრომლების გათავისუფლებას, არამედ მთლიანად იმ შინაარსობრივ დაზიანებას, რაც სამინისტროს რეალურ ფუნქციონირებას მიადგა.
 
ახლა კი, სულ რაღაც ორ თვეში, ისევ რეორგანიზაცია იწყება.
 
რატომ? სავარაუდოდ, რამდენიმე მიზეზია:
 
"შეცდომების გამოსწორება": შესაძლოა ახალ მინისტრს ესმის, რომ წინა რეორგანიზაციამ სისტემა დააზიანა, და ახლა ცდილობს უკან დააბრუნოს მნიშვნელოვანი ბლოკები - მაგალითად, ინკლუზიური ან სკოლამდელი განათლების მიმართულებები, შესაძლოა ახალ ფორმატში.
 
პოლიტიკური გათვლა: ახალი მინისტრი ნიშნავს ახალ ადმინისტრაციულ სტრუქტურას და საკუთარ გუნდს. რეორგანიზაცია ერთ-ერთი კლასიკური გზაა „სანდო“ ან პოლიტიკური კადრების დასანიშნად. თან სულ უფრო ხშირად გვესმის, რომ პარტიის ძველ ერთგულ, ძველ "გვარდიას" ან, მინიმუმ, დუმილით გამორჩეულ ადამიანებსაც კი აღარ აფასებენ - და აქ უკვე დასკვნები თქვენთვის მომინდია.
 
ერთი რამ ცხადია - რეორგანიზაცია, როგორც ინსტრუმენტი, უკვე მეორედ გამოიყენება და ამჯერად ყველას უნდა გვქონდეს საფუძვლიანი კითხვები: რას ემსახურება ეს პროცესი - სისტემის გაუმჯობესებას, თუ მორიგ "გადალაგებას" იმავე წრეში?“

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სასკოლო ფორმები დაახლოებით 100 ლარი ეღირება

მასწავლებლები ერთდროულად 5 გამოცდაზე დარეგისტრირებას შეძლებენ - NAEC ცვლილებებზე

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ვიქტორინა საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

ხის დარგვის პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები

2015-2016 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის გამართულ შეჯიბრში ჭალადიდის საჯარო სკოლის გუნდმა ღირსეულად იასპარეზა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება