TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რომელ პედაგოგებს უნდა მიანიჭონ პრიორიტეტი სკოლებმა - სამინისტროს რეკომენდაციები
29-07-2025
-
+


2025-2026 სასწავლო წლიდან დაგეგმილია გაძლიერებული აკადემიური მიმართულების პილოტირება - სკოლებმა სამინისტროსგან წერილი და რეკომენდაციები უკვე მიიღეს.

ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ: 

„საშუალო საფეხურის ახალი მოდელის დანერგვა დაიწყება 2025-2026 სასწავლო წლიდან და განხორციელდება ეტაპობრივად პილოტირების შედეგების გათვალისწინებით.  შესაბამისად, პირველ ეტაპზე შერჩეული იქნება დიდკონტინგენტიანი სკოლები, რომლებსაც თეორიულად უფრო მაღალი მზაობა ექნება, როგორც ადამიანური რესურსის, ისე მატერიალურ-ტექნიკური ბაზიდან გამომდინარე. 

სამინისტროს მხრიდან განხორციელდება გაძლიერებული საგნის მასწავლებელთა პირველადი ტრენინგი და უწყვეტი პროფესიული მხარდაჭერა სწავლა-სწავლების პროცესში მთელი წლის განმავლობაში.

ტრენინგების დასრულების შემდეგ მოხდება იმ მასწავლებლების და სკოლების იდენტიფიცირება, რომლებიც ჩაერთვებიან პილოტირებაში“;

როგორ უნდა შეირჩნენ გაძლიერებული საგნების პედაგოგები? - სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებში ნათქვამია:

„სკოლამ გაძლიერებული საგნების შერჩევისას უნდა იხელმძღვანელოს, პირველ რიგში, მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, რასაც თანხვედრაში მოიყვანს სკოლის ადამიანურ და მატერიალურ რესურსებთან...

გაძლიერებული საგნების მასწავლებლების შერჩევისას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მასწავლებელს, რომელსაც საბაზო-საშუალო საფეხურზე დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია. შერჩევის შემთხვევაშიც მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული მოსწავლეთა სურვილი“.

შესაბამისი დოკუმენტი, თუ როგორ უნდა დაკომპლექტდეს კლასები და საათობრივი ბადე სასწავლო წლის დაწყებისას გახდება ცნობილი და პირველ ეტაპზე შეირჩევა დიდკონტინგენტიანი სკოლები, რომლებსაც თეორიულად უფრო მაღალი მზაობა ექნებათ, როგორც ადამიანური რესურსის, ისე მატერიალურ-ტექნიკური ბაზიდან გამომდინარე.

„2025-2026 სასწავლო წლიდან დაგეგმილია გაძლიერებული აკადემიური მიმართულების პილოტირება.  

გაძლიერებული აკადემიური მიმართულება ემსახურება ორ მიზანს: მოსწავლისთვის სასურველი საგნის შესწავლას გაძლიერებულად ან მოკლევადიანი კურსების შეთავაზებას და მის თვითგამორკვევას. 

შესაბამისად, ყველა მოსწავლე გაივლის სავალდებულო ძირითად კურსს, რომელიც მისი დატვირთვის დაახლოებით 40%-ს მოიცავს, ხოლო დარჩენილი 60%-ს შეადგენს მოსწავლის მიერ არჩეული საგნები, რასაც ირჩევს საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე.  

სავალდებულო კურსი მოიცავს შემდეგ საგნებს: ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, ინგლისური ენა, სპორტი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (STEAM), საზოგადოებრივი მეცნიერებების ინტეგრირებული სწავლება. 

არჩევითი გაძლიერებული კურსი მოიცავს - ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გაღრმავებულად სწავლებას ან/და მოკლევადიანი კურსების აღებას, როგორიცაა: ფსიქოლოგია, ფილოსოფია, სამართალი, მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება და სხვა.  

საშუალო საფეხურის ახალი მოდელის დანერგვა დაიწყება 2025-2026 სასწავლო წლიდან და განხორციელდება ეტაპობრივად პილოტირების შედეგების გათვალისწინებით.  შესაბამისად, პირველ ეტაპზე შერჩეული იქნება დიდკონტინგენტიანი სკოლები, რომლებსაც თეორიულად უფრო მაღალი მზაობა ექნება, როგორც ადამიანური რესურსის, ისე მატერიალურ-ტექნიკური ბაზიდან გამომდინარე. 

სამინისტროს მხრიდან განხორციელდება გაძლიერებული საგნის მასწავლებელთა პირველადი ტრენინგი და უწყვეტი პროფესიული მხარდაჭერა სწავლა-სწავლების პროცესში მთელი წლის განმავლობაში.

ტრენინგების დასრულების შემდეგ მოხდება იმ მასწავლებლების და სკოლების იდენტიფიცირება, რომლებიც ჩაერთვებიან პილოტირებაში“. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

მე-11 კლასში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება, სამინისტრო პედაგოგებს შეარჩევს და გადაამზადებს

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები იქნება - ცვლილება იმ აბიტურიენტებს ეხებათ, რომლებმაც მინიმალური ბარიერი ყველა საგანში გადალახეს

სამაგისტრო გამოცდების საბოლოო შედეგები და სია ცნობილია - ქულათა გათანაბრების ცხრილი

მაგისტრანტების საყურადღებოდ - ვისთვისაა სწავლა უფასო და რატომ არის შეზღუდული ვადებში აკრედიტებული პროგრამები

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ

„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპის დაწყებას“-„ინტელექტი“ სტუდენტობას ულოცავს კურსდამთავრებულებს

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფომაციას

გაიცანით, განძის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთა მიღწევებითაც ყველა ამაყობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება