სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ეროვნული გამოცდების პროცესში“ აბიტურიენტები „თავის გახალისებას ახორციელებენ“ - აპლიკანტების ახალი გასართობი
04-07-2025
-
+


3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირებით დაიწყო. აბიტურიენტებმა ორი ვარიანტი წერს და საგამოცდი საკითხებით საკმაოდ კმაყოფილები ჩანდნენ. ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში არაერთი სახალისო პოსტი გამოქვეყნდა, თუმცა ყველაზე მასშტაბური მაინც „გამოცდაზე შესვლის პროცესის განხორციელება და წერის მოხდენა“ გახლდათ.

2025 წლის აბიტურიენტებს სასაცილოდ არ ჰყოფნით ბოლო დროს ქართულ ენაში (სამწუხაროდ!) დამკვიდრებული ფრთიანი ფრაზები: „პროცესის განხორციელება“... „მიღებულ იქნა“... „შესვლა მოახდინა“... და ა.შ. აქედან გამომდინარე, რა გასაკვირია, სწორედ ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირებიდან გამოსული აპლიკანტები „საგამოცდო პროცესის შეფასებას, აღნიშნული ფრაზებით რომ ახდენენ“.

„ხალხი ეროვნულებზე ნერვიულობას ახდენს...“

„შესვლაც მოვახდინე გამოცდაზე და წერაც მოვახდინე. ვფიქრობ ილია ჭავჭავაძის „ჩემ ვედრებაში“ კარგ ქულის ავიღებას მოვახდენ... ვიცი, რომ ჭავჭავაძის არაა „ჩემი ვედრება“, უბრალოდ ხუმრობა გაბვახორციელე...

- შენ გრანტის აღებასაც მოახდენ...

- „ნერვიულობა განახორციელე?..“

„მე მოვახდინე ქართულის დაწერა“...

„ჩამოვჯდები მე ცოტა ხანს და დაველოდები, როდის განახორციელებენ ხალხები კომენტარების წერას, იმიტომ, რომ წავიკითხო და სიცილიც განვახორციელო“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება