სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„პაპიე ლაბი“ - ქაღალდის ლაბორატორია, სადაც ნარჩენი ახალ სიცოცხლეს იძენს
03-07-2025
-
+


სსიპ ქ. ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში, მოსწავლეების ინიციატივით,  დაფუძნდა სოციალური საწარმო „პაპიე ლაბი“, რომლის მიზანია ეკოლოგიურად სასარგებლო პროდუქციის წარმოება რეციკლიზაციის გზით, სკოლის მოსწავლეებში მეწარმეობრივი უნარებისა და სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის განვითარება, გარემოზე ზრუნვა, მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვა და სკოლის საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.

სოციალურ საწარმოში მეორადი ქაღალდი გარდაიქმნება ხელნაკეთ, სასარგებლო პროდუქტად, რაც მოსწავლეებს არა მხოლოდ მეწარმეობრივ უნარებს უვითარებს, არამედ, ასწავლის, როგორ შეიძლება ნარჩენი რესურსად იქცეს.

სოციალური საწარმო შექმნილია ეკონომიკური განვითარების და მხარდაჭერის ცენტრის ხელშეწყობით, პროექტის — „კარიერის მართვისა და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში“ — ფარგლებში.

პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
პარტნიორი ორგანიზაციებია: ChildFund Deutschland E.V. (გერმანია), სამეწარმეო სკოლა (უკრაინა), Vesta და EcoVisio (მოლდოვა), CODE – სოციალური მეწარმეობის ჰაბი (სომხეთი), ეკონომიკური განვითარების და მხარდაჭერის ცენტრი (საქართველო).

 

R


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

17 წლამდე მოზარდები ელექტროსკუტერებით ვეღარ გადაადგილდებიან - შეზღუდვები მიქირავება-მიყიდვასაც ითვალისწინებს

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მოსწავლეებმა რეგიონის ისტორიული, კულტურული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები მოინახულეს

სსიპ ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლა
 

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება