სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ასკანის საჯარო სკოლის პირველკლასელთა სასწავლო წლის მშვენიერი დასასრული
06-06-2025
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

სასწავლო მიღწევები კი პატარებმა ღონისძიებით აღნიშნეს და „დედაენას“ გამოემშვიდობნენ. 

27 მაისს, სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, პირველკლასელებმა სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა შეაჯამეს, ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს, აღნიშნეს დამწერლობის უნიკალურობა და აქეს და ადიდეს „დედაენა“ და მისი შემქმნელი იაკობ გოგებაშვილი. 

საინტერესო იყო ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილიც - მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები და მინი-სპექტაკლი „თხა და გიგო“ გაითამაშეს. იყო ბევრი სიურპრიზი და თბილი ემოცია. 

„მოვუსმინეთ მათ შემოქმედებას, გავიზიარეთ მათი პირველი ნაბიჯების სიხარული წიგნის სამყაროში და ერთად ვიზეიმეთ ამ სასწავლო წლის მშვენიერი დასასრული!“,- გვიყვებიან სკოლაში და პატარებს ბედნიერ არდადეგებს უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება