სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნამაშევის საჯარო სკოლაში გასული სასწავლო წელი შეაჯამეს
25-06-2018
-
+


გასული სასწავლო წელი ნამაშევის საჯარო სკოლსთვის საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა.

სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მოსწავლეებთან ერთად აქტიურად იყო ჩაბმული ყველა სასკოლო აქტივობაში.

საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით  საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ 21 თებერვალს მოაწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

6 მარტს გაიმართა ქალთა საერთაშორისო და დედის დღისადმი  მიძღვნილი  ღონისძიება „ყვავილების მეჯლისი“.

აღნიშნულ ღონისძიებაზე სკოლის დირექციამ პედაგოგ ქალბატონებსა და მოსწავლეებს გადასცა ფასიანი საჩუქრები. 

დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში  სპეცმასწავლებლის მიერ, 21 მარტს ჩატარებულმა ღონისძიებამ  „ჩემი ხმა საზოგადოებაში - გიყვარდეთ სიცოცხლე“, რომელიც მიეძღვნა დაუნის სინდრომს.

ღონისძიების მსვლელობისას მოეწყო ფილმის ჩვენება „მარტინი მოჩვენება“, ხოლო სსსმ მოსწავლეებს სკოლის დირექციამ გადასცა ფასიანი საჩუქრები.    

საინტერესო იყო ეს სასწავლო წელი პატარებისთვისაც. 

დაწყებითი კლასისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრამ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობით, 13 აპრილს, ჩაატარა ქართული ენის  დღისადმი  მიძღვნილი ღონისძიება „ენა ბურჯია ერისა“. 

სკოლამ ღირსეულად გააცილა წლევანდელი კურსდამთავრებულები.

მათთვის მოეწყო გამოსამშვიდობებელი საღამო „მშვიდობით სკოლავ, ანუ გამოცდები იწყება“. 

სასწავლო წელი სკოლის მოსწავლეებისთვის სიურპრიზით დასრულდა, რომელიც მოაწყო  სკოლის დირექციამ  ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით.  

სკოლის დირექცია მოსწავლეებსა  და სტუმრად მოწვეულ  ახალშენის N1 ბაღის აღსაზრდელებს  ტკბილეულით გაუმასპინძლდა.

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება