სიახლეები
სკოლები

პედაგოგი ელენე წაქაძე თბილისის N39 და N 142 საჯარო სკოლების პირველკლასელთა მშობლებს სამადლობელ წერილს უძღვნის -  „ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ“
27-05-2025
-
+


დღეს 27 მაისს, პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი სრულდება და ყველაზე უდარდელი პერიოდი - არდადეგები იწყება, თუმცა მანამდე წლის შეჯამებაა, განვლილი მასალის გადააზრება და მშობლიურ ანბანთან ემოციური გამომშვიდობება.

ემოციურად ეხმაურება პირველკლასელთათვის სასწავლო წლის დასრულებას თბილისის  N 39 და N142  საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი, ელენე წაქაძე - მიმართვას etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

თბილისის N39 სკოლის I „ე“ და N 142 სკოლის I „ბ“ კლასის მშობლებს!

ჩემო ძვირფასო მშობლებო, პირველი სასწავლო წელი დასრულდა, რომელიც სავსე იყო თავგადასავლებით, წინსვლით, ხალისიანი  გაკვეთილებით და პატარა გამარჯვებებით. გულით მინდა გითხრათ, ამ ყველაფერში თქვენ დიდი წვლილი მიგიძღვით. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ  მხარდაჭერის, კეთილგანწყობის,  თანამონაწილეობის, თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის რაც მთელი წლის განმავლობაში თქვენგან მივიღე. ეს წელი იყო განსაკუთრებული და სავსე ახალი ემოციებით.  თქვენმა  ინტერესმა და ჩართულობამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩვენი პირველკლასელების წარმატებულ განვითარებაში. პირველი კლასის დაწყება ბავშვისთვის დიდი ნაბიჯია და თქვენი თანადგომით ბევრად გაადვილდა მათთვის ეს გარდამავალი ეტაპი. თითოეულმა თქვენგანმა გამოხატა ზრუნვა, ყურადღება და პასუხისმგებლობა... რაც ჩემთვის  უდიდესი საჩუქარია, ჩვენმა მოსწავლეებმა მოახდინეს პიროვნული და აკადემიური წინსვლა, ისწავლეს ერთმანეთის პატივისცემა, მუშაობა გუნდში და საკუთარი ემოციების მართვა,  ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა თქვენი მზრუნველობითა და სკოლასთან აქტიური კომუნიკაციით. 

სკოლა მხოლოდ კლასების, რვეულებისა და გაკვეთილებისგან არ შედგება. ის არის ურთიერთობების გულწრფელი მზრუნველობისა და თანამშრომლობის სივრცე.  ამ სასწავლო წლის განმავლობაში თქვენ იყავით იმ თანხმობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელმაც შესაძლებელი გახადა ჩვენი ბავშვების განვითარება და წარმატება. 

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის. თქვენი ჩართულობა ბავშვების ყოველდღიურობაში, მათთან ერთად სწავლა და სიხარულის გაზიარება წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ეს წელი სავსე იყო სიხარულით,  გამოწვევებით და მრავალფეროვანი გამოცდილებით.  თითოეული მიღწევა - პატარა თუ დიდი, ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგია. მინდა გულწრფელად გითხრათ თქვენი შვილები უნიკალურები არიან, თითოეული თავისი ხასიათით, ინტერესებით, ოცნებებით. ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო მათთან ერთად სვლა ამ გზაზე. ხოლო თქვენთან თანამშრომლობა იყო დიდი პატივი და სიამოვნება.

მინდა იცოდეთ, რომ მეამაყება თქვენი შვილების მასწავლებლობა და დარწმუნებული ვარ, მომავალ წლებშიც ისეთივე წარმატებულად განაგრძობენ წინსვლას, როგორც ამ წელს. გულწრფელად სასიამოვნოა თქვენთან ურთიერთობა.

გმადლობთ ნდობისთვის, კეთილგანწყობისთვის და სიყვარულისთვის,  რომელსაც  ჩემი და თქვენი შვილების მიმართ გამოხატავთ. ეს ყველაფერი მათ ბედნიერ,  თავდაჯერებულ და ცნობისმოყვარე პიროვნებებად ზრდის. ჩვენი ყოველდღიურობა გაცილებით მარტივი და სავსე იყო, რადგან თქვენ იყავით იქ ჩემს გვერდით, მზრუნველად, გულისხმიერად. ყოველი ზარი, წერილი, მონაწილეობა, შეკითხვა თუ ჩართულობა ერთ დიდ მეგობრულ გარემოს ქმნიდა. ბავშვებმა ეს იგრძნეს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. 

ბავშვების სახელითაც გეტყვით: „მადლობა, რომ გვამხნევებდით, როცა გვეძნელებოდა; რომ გიხაროდათ ჩვენი წარმატებები ისე, თითქოს თქვენი ყოფილიყოს. მადლობა, რომ ჩვენი ყველაზე დიდი გულშემატკივრები ხართ.“ 

გულით გიხდით მადლობას ამ სასწავლო წლის  ერთად თბილად გატარებისთვის. იმედი მაქვს, მომავალშიც ასეთი თბილი ურთიერთობა გვექნება. გისურვებთ მშვიდ და ნათელ ზაფხულს. დაე, ჩვენი ბავშვების მომავალი სავსე იყოს სინათლით, სითბოთი და სიყვარულით.

ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, რომელიც სითბოზე და სიყვარულზეა დაფუძნებული, ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.




კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, რო­მელ­საც 19 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ნე­პა­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გა­დად­გა.

დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2025 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს

„ხელფასები გაიზრდება... ზოგად განათლებაში გვჭირდება ცვლილებები“...

სწავლის დაფინანსება 16 კატეგორიის სტუდენტებს შეეხებათ - განაცხადის წარდგენა დაიწყო

სასწავლო წლის პირველივე კვირაში სკოლებს ცვლილება შეეხებათ - საკითხების ჩამონათვალი ცნობილია

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
2024-2025 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების ცერემონიალი ზუგდიდის მერიაში გაიმართა
 
საინტერესო

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება