სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ალპანის საჯარო სკოლის მოსწავლეს, რესპუბლიკურ კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის, დიპლომი გადაეცა
19-05-2025
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის, ალპანის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითრებას. პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან ცოდნას, იმავდროულად კი ივითარებენ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებულ უნარებს, რომლებიც სიყვარულს, ტოლერანტობას, პატრიოტიზმის გრძნობას უღვივებს მომავალ თაობებს.

ამ ჰოლისტური მიდგომებიდან გამომდინარე, ალპანის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება, მათ შორის კი აღსანიშნავია კონფერენცია ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში.

აქტივობა ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების მხარდაჭერითა და ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით ჩატარდა.

მე-12 რესპუბლიკურ კონფერენციას - „საქართველო - კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო“, ხელმძღვანელობდა მერაბ ახობაძე.

აღსანიშნავია, რომ ალპანის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ, ლია ფრუიძემ წარმოადგინა თემა „რა უნდა ღვინოს...“, თემის ხელმძღვანელი კი  გახლდათ მაია ჩაჩხიანი.

„ვისაუბრეთ ალპანაში ფრუიძეების საგვარეულო მარანი შპს „შხუდალას“ და მათ მიერ წარმოებული ღვინო „ალპანას“ შესახებ. თემის წარმდგენი მოსწავლე და თემის ხელმძღვანელი დაჯილდოვდნენ დიპლომებით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება