სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მუდამ მოსწავლეს გაუწევს თანადგომას“ თეონა ადეიშვილი, ვანის N2 სკოლის დირექტორი
28-04-2025
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლა​ წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, თუმცა დაგვეთანხმეთ, ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოზიტიური გარემოს შექმნა, რომელსაც საფუძვლად მოსწავლეთა ნდობა დაედება.

რა მიმართულებით უნდა განვითარდეს სასწავლო პროცესი, რათა შეესაბამებოდეს თანამედროვეობის მოთხოვნებს და მოსწავლეებისთვის იყოს საინტერესო - აქტუალურ კითხვებზე პასუხებს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის, ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლის ხელმძღვანელის, თეონა ადეიშვილის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...

- უპირობო სიყვარული! უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად, ცელქია თუ მშვიდი, აქტიურია თუ ინერტული... რაც მთავარია, უნდა გრძნობდეს შენს უპირობო სიყვარულსა და მხარდაჭერას.

- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...

- უკეთესი გავხადოთ სამყარო... შევქმნათ სამყარო ომების, შიმშილის, სიღატაკის გარეშე.

- საშინაო დავალება უნდა იყოს...

- შემეცნებითი, საინტერესო, სახალისო, მოსწავლის ინტერესებზე მორგებული.

- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...

- თავისუფალ დამრიგებლებს დავამატებდი, ადამიანებს, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნებათ და მუდმივად მოსწავლეთა გვერდით იქნებიან, მოუსმენენ, დააკვირდებიან როგორც სასკოლო, ასევე ოჯახურ გარემოში და მშობლებთან ერთად დაგეგმავენ თითოეული მოსწავლის ყველა დღეს.

- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...

- ქართული ენა და ლიტერატურა, და ვფიქრობ, მასწავლიდნენ ჰუმანისტური პედაგოგიკის მხარდამჭერები, რადგან მათი გაკვეთილები დროს უსწრებდა.

- რომ შემეძლოს,  რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...

- ნიკოლოზ წულუკიძეს, ბუნებით დენდი, ვფიქრობ მისი უსასრულო ისტორიები მოსწავლეებისთვის სამაგალითო და მისაბაძი გახდებოდა.

- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...

- გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლას ვხედავ მომავლის სკოლად. ულამაზესი ინფრასტრუქტურით, უახლესი ტექნოლოგიებით, კვალიფიცირებული, საქმეზე შეყვარებული მასწავლებლებითა და ბედნიერი მოსწავლეებით... ბავშვებით, რომლებისთვისაც სკოლა არის განათლების ჰაბი, სადაც ყოფნა სახალისო და საინტერესოა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება