სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მისი აზრი, ემოცია და ინდივიდუალობა მნიშვნელოვანია“ - არმინე უზუნიანი, კულიკამის საჯარო სკოლის დირექტორი 
17-04-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლას დირექტორი არმინე უზუნიანი წარმატებით ხელმძღვანელობს. მისი ხედვა ეფუძნება თანასწორობის, სოლიდარობის, ინკლუზიურობისა და უწყვეტი განათლების პრინციპებს. როგორც თავად აღნიშნავს, სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც სწავლა შთამაგონებელია, გარემო უსაფრთხო და მხარდამჭერი, ხოლო წარმატება - საერთო ძალისხმევის შედეგი.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კულიკამის საჯარო სკოლის დირექტორი არმინე უზუნიანი პასუხობს. 

- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია....

- ჩემი აზრით არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელთაც მასწავლებელი მიზანმიმართულად უნდა ახვედრებდეს ყურადღებას. ესენია:

1)      პატივისცემა და მიმღებლობა; მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მისი აზრი, ემოცია და ინდივიდუალობა მნიშვნელოვანია.

2)      სამართლიანობა და თანასწორობა; მასწავლებელმა ყველა მოსწავლე თანაბრად უნდა აღიქვას და არ უნდა გამოავლინოს მიკერძოება.

3)      გულწრფელობა და გამჭვირვალობა; თუ მასწავლებელი გულწრფელია, მოსწავლის ნდობა მკვიდრდება.

4)      მდგრადობა და პასუხისმგებლობა; სიტყვა უნდა ეთქვას და შეასრულოს, როცა მოსწავლე ხედავს, რომ მასწავლებელი საკუთარ სიტყვას სცემს პატივს, თავადაც ენდობა მას.

5)      ემპათია და აქტიური მოსმენა; მოსწავლეს სჭირდება, რომ მას უსმენდნენ, როცა მასწავლებელი მართლა ინტერესდება მოსწავლის აზრით და გრძნობებით, ნდობა ბუნებრივად იბადება.

6)      მხარდაჭერა და ხელშეწყობა; როცა მოსწავლე ხედავს, რომ მასწავლებელი მის წარმატებაზე ზრუნავს, ის მეტად ეყრდნობა მას.

- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...

-ის ხელს უწყობს ადამიანის გონებრივ, სულიერ და სოციალურ განვითარებას. განათლებული ადამიანი უკეთესად ერკვევა სამყაროში. უკეთესად აფასებს განსხვავებულ აზრებს, იყენებს ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს და აქტიურად მონაწილეობს საზოგადოების განვითარებაში. განათლება ასევე ქმნის უკეთესი მომავლის საფუძველს, როგორც პიროვნებისთვის, ისე მთლიანი საზოგადოებისთვის.

- როგორი უნდა იყოს მოსწავლის საშინაო დავალება?

- მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული. დავალება უნდა ემსახურებოდეს კონკრეტული უნარის ან ცოდნის გაღრმავებას, რაც გაკვეთილზე ისწავლა. საშინაო უნდა იყოს საწონასწორო მოცულობის - არა ზედმეტად დიდი, რომ არ გადაიღალოს მოსწავლე და არც ზედმეტად მარტივი ან უმნიშვნელო. გასაგები - ინსტრუქციები უნდა იყოს მარტივი, გასაგები, რომ მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს შესრულება. კარგია, თუ დავალება მოიცავს შემოქმედებით ან რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ელემენტებს, ეს აამაღლებს მოტივაციას.

საშინაო დავალება უნდა იყოს, მოსწავლის ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე მორგებული. განსაკუთრებით, სასარგებლოა დიფერენცირებული დავალებები, რომ ყველა მოსწავლემ შეძლოს თავის დონეზე პროგრესი.

- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...

- მოსწავლეობისას ყველა საგანი მიყვარდა, მრავალმხრივი ინტერესები და სწავლის სურვილი მქონდა, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარდა ბიოლოგია. ძალიან კარგი ბიოლოგიის მასწავლებელი მყავდა. ჩემი აზრით, ბიოლოგია სიცოცხლის საიდუმლოებას ეჭრება და სამყაროს სულ სხვა თვალით დაგანახებს.

- როგორ წარმომიდგენია მომავლის სკოლა...

- თანამედროვე, ინოვაციური და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო სივრცე, (სადაც თითოეულ მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა, სრულიად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი).

ვცდილობთ, ჩამოვაყალიბოთ კრიტიკულად მოაზროვნე, სოციალური პასუხისმგებლობის მქონე და ტექნოლოგიურად კომპეტენტური მოქალაქეები, რომლებიც მზად იქნებიან 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის.

ჩემი ხედვა ეფუძნება თანასწორობის, სოლიდარობის, ინკლუზიურობისა და უწყვეტი განათლების პრინციპებს. სკოლა ის ადგილი უნდა იყოს, სადაც სწავლა შთამაგონებელია, გარემო უსაფრთხო და მხარდამჭერი, ხოლო წარმატება - საერთო ძალისხმევის შედეგი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
კრებაზე სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი, ბატონი გოჩა ხელაძე
 

„მოსწავლეებმა ხელნაკეთი ნივთების კონკურსში საკუთარი ნიჭი, ფანტაზია და შრომისმოყვარეობა წარმოაჩინეს“

„ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეების აქტიურობით, შემოქმედებითი იდეებითა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება