სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლაში გამოცხადდა საგანგებო სიტუაცია, მოსწავლეთა ევაკუაცია დაწყებულია“ - მოსწავლეთა მშობლებმა შეტყობინება მიიღეს - რა ხდება ევროპულ სკოლაში
16-04-2025
-
+


„გაცნობებთ, რომ ევროპულ სკოლაში გამოცხადდა საგანგებო სიტუაცია. სკოლის შენობებიდან მოსწავლეთა ევაკუაცია დაწყებულია, მოსწავლეთა უსაფრთხოება დაცულია, გთხოვთ, მოაკითხოთ თქვენს შვილს“, - ეს შეტყობინება დღე, 16 აპრილს, ნაშუადღევს „ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა მშობლებმა მიიღეს.

როგორც etaloni.ge-ს ერთ-ერთმა მშობელმა მიაწოდა ინფორმაცია, მსგავსი ფაქტი პირველი არ გახლავთ: „რამდენჯერმე განმეორდა ასეთი რამ... არც კი ვიცით, რა ვიფიქროთ... სკოლას არ აქვს უფლება, რეაგირება არ მოახდინოს. 

ამჟამად, მიმდინარეობს ევაკუაცია - მხოლოდ ეს ვიცით, დანარჩენს იმედია გამოძიება დაადგენს, სკოლამ უკვე მიმართა შესაბამის სამსახურებს, მე კი, როგორც მშობელი ვნატრობ, შეტყობინება აღმოჩნდეს ცრუ“.

ასეთ დროს, თითოეული ადამიანი მართლაც ფიქრობს იმაზე, რომ ანონიმური შეტყობინება აღმოჩნდეს ცრუ, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ მიმართულებით კანონი გამკაცრდა, რაზეც etaloni.ge უკვე წერდა - 112-ში არასრულწლოვნის ცრუ ზარისთვის მშობელი დაჯარიმდება - ცვლილებები 1-ელი აპრილიდან  ამოქმედდა

ევროპულ სკოლაში შექმნილი „საგანგებო სიტუაციის“ შესახებ დეტალების დასაზუსტებლად დირექტორთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ჩვენს ზარს არ უპასუხა და თუ სკოლა ისურვებს დამატებით კომენტარის გაკეთებას, საგანმანათლებლო დაწესებულების პოზიციას უცვლელად წარმოგიდგენთ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება