სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სრული რევიზია ჩატარდება“ - რა ცვლილებებზე მუშაობს სამინისტრო
15-03-2026
-
+


„განათლებისა და მეცნიერების შესახებ“ ახალი კანონპროექტის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, სადაც წევრები შეთანხმდნენ, რომ კანონპროექტი პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება.
 
„განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე განათლებისა და მეცნიერების სფეროსთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს 7-ზე მეტი საკანონმდებლო აქტი არეგულირებს, რაც სამუშაო პროცესს როგორც სტრუქტურულად, ასევე შინაარსობრივად მოუქნელს და ხარვეზიანს ხდის. მინისტრის თქმით, ახალი ინიციატივა სწორედ ისეთი კანონპროექტის შექმნას გულისხმობს, რომელიც სფეროს მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტების კონსოლიდაციას ერთიან სამართლებრივ ჩარჩოში მოახდენს.
 
პირველი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ახალი კანონპროექტის შემუშავების ეტაპებზე იმსჯელეს. წევრებს შორის გადანაწილდა პასუხისმგებლობები, განხილულ იქნა მოქმედი კანონმდებლობა და რეგულაციები, გაანალიზდა სამართლებრივი ჩარჩოს ხარვეზები და იდენტიფიცირდა გამოწვევები.
 
კანონის მიღების შემდეგ სამინისტროს მიერ განხორციელდება განათლების სფეროს შიდა ნორმატიული აქტების სრული რევიზია.
 
სამუშაო ჯგუფს, რომელიც უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეიქმნა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ხელმძღვანელობს. სპეციალური ჯგუფის წევრები არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და შესაბამისი სფეროს ექსპერტები“, -აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება