სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სამასწავლებლო, პიროვნება

„მნიშვნელოვანია, ქართული ლიტერატურის და ისტორიის სწავლება ერთმანეთთან იყოს სინთეზში“ - მესტიის N1 სკოლის დირექტორი
11-03-2026
-
+


სასკოლო სახელმძღვანელოების შეცვლა უკვე დაანონსებულია. ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში განათლების სამინისტრო გეგმავს, შემქნას ერთი სახელმძღვანელო ყველა დისციპლინაში. მინისტრის თქმით, სახელმძღვანელოების შემუშავება  I-VII-X კლასებისთვის უკვე დაწყებულია. ხოლო 2028 წლის 15 სექტემბრისთვის ახალი სახელმძღვანელო იქნება „ყველა ფუნდამენტურ საგანში“.

სასკოლო სახელმძღვანელოების ცვლილების აუცილებლობაზე გვესაუბრა მესტიის N1 საჯარო სკოლის დირექტორი, ნანა რატიანი და აღნიშნა, რომ დღეს არსებული სახელმძღვანელოების მნიშვნელოვანი ხარვეზია, რომ სხვადასხვა საგანი ერთმანეთს არ უკავშირდება და სწავლება სინთეზურად არ მიდის. მაგალითად, როდესაც მოსწავლე ქართულ ლიტერატურაში სწავლობს „შუშანიკის წამებს“, „აბო თბილელს“ და ა.შ. პარალელურად ისტორიაში უნდა სწავლობდეს რა ხდებოდა ამ დროს საქართველოში და როგორი იყო ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა, რაც დღეს ასე არ არის. 

„მე ფილოლოგი ვარ და ქართულის მაგალითზე გეტყვით, რომ მნიშვნელოვანია, ქართული ენის, ლიტერატურის და ისტორიის სწავლება იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული და სინთეზში მოდიოდეს. იყოს სიღრმისეული და ხარისხიანი სახელმძღვანელოებით გამყარებული. ვიცი რომ სამინისტრომ დაიწყო ახალ სახელმძღვანელოებზე მუშაობა და იმედი მაქვს რომ გათვალისწინებული იქნება და გრამატიკასაც შესაბამისი ყურადღება მიექცევა, დაბრუნდება შანიძის სახელმძღვანელოც, ასევე სხვა მნიშვნელოვანი ავტორები, რომელთა სწავლებაც მოსწავლეთა განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. 

ქართულის მაგალითზე რომ განვავრცოთ პრობლემის ჩვენება, გეტყვით, რომ ადრე „ვეფხისტყაოსანს“ ბავშვებს ბევრად უფრო სიღრმისეულად და ფართო კონტექსტით ვასწავლიდით, უფრო კარგად იგებდნენ და ხედავდნენ მოსწავლეები, მეგობრობას, სიყვარულსა და გმირობას, ახლაც ვცდილობთ ეს ყველაფერი დავანახოთ, თუმცა უფრო პედაგოგზე გახდა დამოკიდებული, ვინ რამდენ დროს დაუთმობს და როგორ გაივლის ამ თემას. ამასთან, „ვეფხისტყაოსანს“ სწავლის პარალელურად ისტორიაში უნდა სწავლობდეს ამ ეპოქის საქართველოს პოლიტიკურ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას. იგივე შემიძლია ვთქვა „შუშანიკის წამებისა“ და „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ სწავლისას - მნიშვნელოვანია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება და ისტორია ერთმანეთთან შეთანხმებული იყოს. ისტორიაში აბსოლუტურად არ ემთხვევა პოლიტიკური მდგომარეობა იმას, რასაც ქართულში გავდივართ რაც მოსწავლეებისთვის და განათლების ხარისხის ამაღლებას სულაც არ უწყობს ხელს.  

მნიშვნელოვანია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება იყოს სიღრმისეული, დაეყრდნოს კარგ და ერთიან სახელმძღვანელოებს, და თანხვედრაში იყოს ისტორიის სწავლებასთან, რათა მოსწავლეებს სიღრმისეულად და სწორად ესმოდეთ ჩვენი ქვეყნის წარსული და კულტურული მემკვიდრეობა“, - განაცხადა ნანა რატიანმა სახელმძღვანელობზე საუბრისას. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2026 წლის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა - რა იცვლება სკოლებში

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშრებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების შინაგანაწესში ცვლილებები შევიდა

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება