სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლემ უნდა გაითავისოს, რომ სკოლა მისი მეორე ოჯახია“- მზიანა მერლანი, ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი
10-03-2026
-
+


მზიანა მერლანი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელია, რომლისთვისაც მასწავლებლის როლი მხოლოდ საგნის წავლებით არ შემოიფარგლება, ის არის აღმზრდელი, მხარდამჭერი და იმ ღირებულებების გამზიარებელი, რომლებიც მოსწავლეს პიროვნულ განვითარებაში ეხმარება.

მისი თქმით, მოსწავლე სკოლაში მოსვლისთანავე უნდა გრძნობდეს, რომ სკოლა მისი მეორე ოჯახია. პედაგოგის შეფასებით, სასწავლო პროცესი განსაკუთრებით საინტერესო ხდება მაშინ, როდესაც მოსწავლეები ჩართულნი არიან სხვადასხვა აქტივობაში, კონკურსსა და პროექტში, სადაც მათი შრომა და მიღწევები თვალსაჩინო ხდება.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს.

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- ის ხდება სკოლის მოსწავლე, უნდა გაითავისოს, რომ სკოლა მისი მეორე ოჯახია, უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე.

-  მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- მისი შესაძლებლობების დანახვა არა მარტო საგნობრივ სფეროში, არამედ სხვა მხრივაც და უნდა გრძნობდეს მხარდაჭერას სკოლიდან.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- ზოგად განათლებას, ასწავლიდეს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და მიზანდასახულებას.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- მეგობარი მყარი საყრდენია. უნდა ითავისებდეს ნდობის ფაქტორს.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- მოსწავლე სასკოლო ცხოვრების გარდა ჩართულია სხვადასხვა კონკურსში. როცა მისი შრომა დანახვადი ხდება.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...
- კითხვა, თხრობა, მოსმენა, გააზრება, გაკვეთილებზე ჩართულობა, კრიტიკული აზროვნება.

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- მხატვრული ლიტერატურის სიყვარულმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება