სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო, საინტერესო

ქვეყნები, სადაც სასკოლო ფორმა სავალდებულოა 
14-03-2026
-
+


2026–2027 სასწავლო წლიდან საქართველოს საჯარო სკოლებში სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება. ცვლილება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ნაწილია და პირველ ეტაპზე მხოლოდ I-VI კლასების მოსწავლეებს ეხება, სამომავლოდ კი უფროსკლასელებზეც გავრცელდება. ასევე ცნობილია, რომ სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის ერთი იქნება.

საინტერესოა რომელ ქვეყნებშია სასკოლო ფორმა განათლების სისტემის სავალდებულო ნაწილი. 

ევროპული ქვეყნები 

ითვლება, რომ პირველი ქვეყანა, რომელმაც 1552 წელს მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმა შეიმოიღო, დიდი ბრიტანეთია. მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მოსწავლეებს არ ჰქონდათ სხვა ტანსაცმელი: სკოლა Christ's Hospital-ში სწავლობდნენ ობლები და ღარიბი ოჯახის შვილები. პორველი ფორმა ყველაზე იაფფასიანი მასალით შეიკერა - ლურჯი ქსოვილით, რის გამოც სკოლას არაოფიციალურად „ლურჯი პალტოების სკოლაც“ კი შეარქვეს. 

დღეს უკვე ელიტური სკოლა-პანსიონი ცნობილია ტიუდორების სტილის ფორმით. 

დიდი ბრიტანეთის სკოლებში ძლიერია სასკოლო ფორმის ტრადიცია, რომელიც გაჩნდა როგორც მოსწავლეებისთვის იდენტურობის, ერთიანობის განცდისა და თანასწორობის უზრუნველყოფის გზა.

სხვა ევროპულ ქვეყნებში სასკოლო ფორმამ დიდად ვერ მოიკიდა ფეხი. მაგალითად, პოლონეთში ის 1990 წელს გაუქმდა. შემდეგ 2007 წელს სცადეს ფორმის შემოღება, მაგრამ დღეს ტრადიცია შემორჩენილია მხოლოდ რამდენიმე კერძო ზოგადსაგანმანათებლო დაწესებულებაში. 

საფრანგეთში სავალდებულო სასკოლო ფორმა მხოლოდ 1927-დან 1968-წლამდე არსებობდა, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ 2023 წელს ქვეყანაში გადაწყვიტეს სასკოლო ფორმის ექსპერიმენტალურად, მხოლოდ 100 სკოლაში დანერგვა, თუმცა პროგრამას ფინანსური და საზოგადოებრივი წინააღმდეგობები შეხვდა და საპილოტე ეტაპზე დარჩა. 

ფინეთში,  გერმანიაში, ნორვეგიაში კი აქცენტი კეთდება ინდივიდუალიზმსა და თავისუფალ არჩევანზე.

აზია 

აზიის ქვეყნებში სასკოლო ფორმა, შესაძლოა, კიდევ უფრო ფართოდ არის გავრცელებული, ვიდრე დიდ ბრიტანეთში - განსაკუთრებით იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.

იაპონიის სკოლებში სასკოლო ფორმა ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს დამკვიდრდა. დღეს იგი ორი ძირითადი სახით გვხვდება. პირველი არის კლასიკური, მკაცრი სტილის ფორმა, რომელიც მოიცავს თეთრ პერანგს, ქვედაბოლოს ან შარვალს და პიჯაკს.

მეორე ვარიანტი, რომელიც გოგონებისთვისაა განკუთვნილი, ცნობილია სახელწოდებით „სეიფუკუ“ (Sailor fuku) და პოპულარული გახდა მანგას კულტურის გავლენით. იგი წარმოადგენს მოდერნიზებულ მეზღვაურთა ფორმას და შედგება ნაკეცებიანი ქვედაბოლოსა და ფართო საყელოიანი ბლუზისგან. 

ფორმა სავალდებულოა თითქმის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში. ამ ქვეყანაში სასკოლო ფორმა ითვლება დისციპლინის, თანასწორობის და ინსტიტუტისადმი პატივისცემის სიმბოლოდ.

ფორმა ფაქტობრივად სავალდებულოა სამხრეთ კორეის ყველა სკოლაში. მოსწავლეებს ხშირად აქვთ ზაფხულისა და ზამთრის განსხვავებული ფორმები. კორეაში ფორმა დისციპლინასთან ასოცირდება. ზოგიერთ სკოლაში სპორტული ფორმაც ყოველდღიური ტანსაცმელია.

ჩინეთის სახელმწიფო სკოლებში ფორმა ფართოდ არის გავრცელებული, ხშირად სპორტული სტილისაა. მიზანია სოციალური განსხვავებების შემცირება და დისციპლინის შენარჩუნება.

სასკოლო ფორმა სახელმწიფოს მიერ მკაცრად რეგულირდება სინგაპურში. ფორმის დიზაინი განსხვავდება სკოლების მიხედვით, მაგრამ სავალდებულოა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წესრიგსა და ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებას.

ინდოეთი საჯარო და კერძო სკოლების უმეტესობაში ფორმა სავალდებულოა. გამოიყენება სოციალური უთანასწორობის შესამცირებლად. ფორმა ხშირად განსხვავდება რეგიონებისა და სკოლების მიხედვით.

აშშ

ამერიკაში ტრადიციულად მოსწავლეები სასკოლო ფორმას არ ატარებდნენ. ფორმების ფართო გავრცელება განსაკუთრებით დაიწყო 1990-იანი წლებიდან, როდესაც რამდენიმე ქალაქმა მათი შემოღება გადაწყვიტა. ერთ-ერთ პირველ მაგალითად ითვლება ლონგ-ბიჩის (კალიფორნია) საჯარო სკოლები, სადაც 1994 წელს ფორმა დაწესდა. ამის შემდეგ ბევრმა სკოლამ დაიწყო მსგავსი პრაქტიკის გამოყენება, განსაკუთრებით დიდი ქალაქების საჯარო სკოლებში.

დღესდღეობით ამერიკაში ფორმები გავრცელებულია კერძო და ასევე რელიგიურ სკოლებში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება