სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თვითშეფასება, თვითრეფლექსია, გეგმის შედგენა - მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების დეტალები ახალი სტანდარტის დოკუმენტიდან 
15-03-2026
-
+


დამტკიცდა პროფესიული განათლების მასწავლებლის სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს კომპეტენციებს და კარიერული წინსვლის პირობებს.

პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტებია:

1. ანალიზი და დაგეგმვა – დარგის განვითარების უახლესი ტენდენციების, განახლებული ცოდნისა და ტექნოლოგიების, მათ შორის, სწავლა-სწავლების ახალი მეთოდოლოგიის და პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა ინდივიდუალური საჭიროებების ანალიზის საფუძველზე, სასწავლო პროცესის დაგეგმვა, კოლეგებთან თანამშრომლობით, შესაბამისი მარეგულირებელი აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით;

2. სასწავლო გარემოს მოწყობა – უსაფრთხო, პოზიტიური და პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მხარდაჭერაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა ინკლუზიური და თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად და სწავლის შედეგების მისაღწევად;

3. სასწავლო პროცესის წარმართვა –  პროფესიულ სტუდენტზე/მსმენელზე, მათ შორის სხვადასხვა საჭიროების მქონე პროფესიულ სტუდენტზე/მსმენელზე, ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვა სასწავლო გეგმის და სწავლის შედეგების შესაბამისად, თანამედროვე/მრავალფეროვანი მეთოდების, ტექნოლოგიებისა და სასწავლო რესურსების გამოყენებით;

4. პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მიღწევების შეფასება – პროგრამისა და სწავლის შედეგების შესაბამისი შეფასების ინსტრუმენტების შერჩევა, შექმნა/ადაპტირება და გამოყენება; პროფესიული სტუდენტის/მსმენელის შეფასების შედეგების ანალიზი, საჭიროებისამებრ უკუკავშირის მიწოდება მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით;

5. ეთიკური და ეფექტიანი სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბება – პროფესიულ სტუდენტთან/მსმენელთან, კოლეგებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობითი, საქმიანი, ეთიკური და ეფექტიანი ურთიერთობის წარმართვა;

6. საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა – პროფესიის მიმართ წაყენებული მოთხოვნებისა და საკუთარი საქმიანობის ანალიზის საფუძველზე უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

რას მოიცავს პროფესიული განვითარება? - დოკუმენტში განმარტებულია, რომ მასწავლებელს:

შეუძლია გამოიყენოს თვითშეფასება და თვითრეფლექსია საკუთარი უწყვეტი პროფესიული განვითარების დაგეგმვისას

შეუძლია პროფესიული სტუდენტებისა/მსმენელებისა და კოლეგების საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული უკუკავშირის ანალიზი და საკუთარი უწყვეტი პროფესიული განვითარების დაგეგმვისას მისი გათვალისწინება

შეუძლია თვითშეფასებისა და კვლევის მეთოდების გათვალისწინება, ანალიზი და შეუძლია ამის საფუძველზე ძლიერი მხარეების და საჭიროებების გამოკვეთა

შეუძლია საკუთარი უწყვეტი პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება, მისი განხორციელება და შეფასება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სპეციალისტის მხარდაჭერის მოთხოვნა

შეუძლია საკუთარ საქმიანობაზე ნეგატიურად მოქმედი გარე ფაქტორების გათვალისწინება და მათზე შესაბამისი რეაგირება

შეუძლია სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით საკუთარი პროფესიული განვითარების პროგრესის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტის მხარდაჭერის მოთხოვნა

შეუძლია კოლეგების მხარდაჭერა და მათთან თანამშრომლობა თვითშეფასების პროცესში

შეუძლია კოლეგების მხარდაჭერა და მათთან თანამშრომლობა პროფესიული განვითარების ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება