| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურმა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ 2086 საჯარო სკოლიდან მანდატური 1366-ში არ არის შესული.
„მანდატურის სამსახური წარმოდგენილია საქართველოს 720 საჯარო სკოლაში, სადაც სწავლობს მოსწავლეთა 90 პროცენტზე მეტი, ასევე, 2 კერძო სკოლასა და 1 პროფესიულ კოლეჯში. მცირეკონტინგენტიან სკოლებში უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ სკოლის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. საანგარიშო პერიოდში, 78 პირი გადამზადდა მანდატურის სამსახურის სპეციალისტების მიერ“.
ცნობისთვის მანდატურის სამსახურის საქმიანობა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
• უსაფრთხოების კომპონენტი - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები ზრუნავენ მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე, ახორციელებენ პრევენციულ ღონისძიებებს და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფენ ეფექტურ რეაგირებას შესაძლო დარღვევებზე, ინციდენტებსა და კონფლიქტებზე.
• ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ბავშვთა ფსიქოლოგებითა და ფსიქიატრებით, ასევე სოციალური მუშაკებით, რომელთა საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს მოსწავლეების კეთილდღეობისა და სასკოლო გარემოში წარმატებული ინტეგრაციისათვის, მოსწავლეთა ქცევითი და ემოციური სირთულეების მართვა, ოჯახისა და სასკოლო თემის მხარდაჭერა ფსიქოლოგიური და სოციალური მუშაობის კუთხით.
• ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი სამსახურს 2024 წელს დაემატა. ცენტრში განხორციელდა ინკლუზიური განათლების მიმართულებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში არსებული მომსახურებების კონსოლიდაცია, მათ შორის: მულტიდისციპლინური გუნდის, ინტეგრირებული კლასების სუპერვაიზორებისა და მასწავლებლის სახლის ინდივიდუალური კონსულტანტების გაერთიანება. შედეგად, ერთ სივრცეში შექმნა რესურსების კოორდინირებული მართვისა და ეფექტიანი გამოყენების პირობები.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას