სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„განათლებული ადამიანისთვის უფრო მარტივია, ღირსეულად გაართვას თავი ცხოვრებისეულ პრობლემებს“ - მარინა გოცირიძე, თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი
15-04-2025
-
+


რა პრინციპებს უნდა დაეყრდნოს სასწავლო პროცესი? როგორ უნდა მოიპოვოს პედაგოგმა მოსწავლის ნდობა? როგორ წარმოუდგენია მომავლის სკოლა და ზოგადად, რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორობის პრინციპის გათვალისწინება? - აქტუალურ კითხვებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, თლუღის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, მარინა გოცირიძე პასუხობს, რომელიც სამართლიანობის პრინციპის დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და წარმატებული სკოლის საიდუმლოსაც გვიმხელს.

- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...

- მასწავლებლი იყოს განათლებული, სამართლიანი, კომუნიკაბელური, მეგობრული და რაც მთავარია თავისი საქმის პროფესიონალი, კარგად იცნობდეს და ითვალისწინებდეს თავისი მოსწავლეების შესაძლებლობებს, უნარებს, ინტერესების სფეროს და პრობლემებს.

- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...

- განათლებული ადამიანისთვის უფრო მარტივია, ღირსეულად გაართვას თავი ცხოვრებისეულ პრობლემებს და დაინახოს თუ რა მშვენიერია ცხოვრება.

- საშინაო დავალება უნდა იყოს...

- ბავშვისთვის გარკვეული, მისი შესაძლებლობების გათვალისწინებიტ შერჩეული, მოსწავლემ კი ისე უნდა შეასრულოს, ჩანდეს რა შეძლო და რას ვერ გაართვა თავი. ამით გასაგები ხდება  მასწავლებლისთვის თუ სად, რა საკითხში და რა კუთხით ესაჭიროება დახმარება ამა თუ იმ ბავშვს. ეს უფრო საინტერესოს ხდის მასწავლებლის მუშაობას, მოსწავლე კი - შეიძენს სიღრმისეულ ცოდნას, გამოიმუშავებს საჭირო უნარებს.

- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...

- არის წესი, რომელიც მეტნაკლებად დააბალანსებს ადამიანთა რეალურ და ვირტუალურ სამყაროში ცხოვრების არსს.

- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...

- ქართული ენა და ლიტერატურა, თუმცა სპეციალობად მათემატიკა ავირჩიე. ეს შეიძლება იმიტომ, რომ ქართული ენა და მათემატიკა განურჩევლად, თითქმის ერთნაირად მიყვარდა.

- რომ შემეძლოს, რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...

- მასწავლებლად ავირჩევდი დიმიტრი უზნაძეს

- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...

- ვფიქრობ, მომავლის სკოლა დღევანდელზე უკეთ მოამზადებს მოსწავლეებს ცხოვრებისთვის, რათა შეძლონ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება და ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავება.
ცოტა შორეული მომავლის სკოლა კი წარმომიდგენია სრულიად განსხვავებული დღევანდელი სკოლისგან. ადამიანების მიდგომები, შეხედულებები ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ადამიანური ურთიერთობები, სრულიად განსხვავებული იქნება, შეცვლილი ემოციების, გრძნობების და
გამოხატვის ფორმების თვალსაზრისით, რასაც ალბათ გამოიწვევს ადამიანთა ცხოვრებაში დიდი დოზით ტექნოლოგიების დამკვიდრება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება