სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭივჭავის საჯარო სკოლაში „ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
21-06-2018
-
+


ჭივჭავის საჯარო სკოლაში პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ (ENPARD-თეთრიწყარო) ფარგლებში „ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის“ (YFC) შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრის მიზანი იყო ჭივჭავის სკოლის მოსწავლეთათვის ცენტრის მიზნების, შესაძლებლობების და შეთავაზებების გაცნობა. 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა. 

შეხვედრის ბოლოს მოსწავლეები ცენტრის წევრები გახდნენ. 

ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრი (YFC), ეს არის RDFG-ს მოდელი, რომელიც აერთიანებს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს და მათ თანამედროვე სოფლის მეურნეობის უპირატესობებს აცნობს.

ცენტრების მიზანია, ახალგაზრდებმა საკუთარი მომავალი სოფელში დაინახონ და დიდ ქალაქებში მიგრაცია ერთადერთ ალტერნატივად აღარ განიხილონ. 

ახალგაზრდები სწავლობენ მოქალაქეთა ინტერესების დაცვას, სამოქალაქო ჩართულობას, ლიდერობას, მეწარმეობას და ეცნობიან ინოვაციურ ტექნოლოგიებს სოფლის მეურნეობის სფეროში. 

თეთრიწყაროში ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები ფუნქციონირებს RDFG ეგიდით.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება