სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გზამკვლევი სპეცმასწავლებლებისთვის - რა დრო უნდა გაატაროს მოსწავლემ რესურს ოთახში?
22-03-2025
-
+


რა დრო უნდა გაატაროს მოსწავლემ რესურს ოთახში? - ამ კითხვაზე ერთი უნივერსალური პასუხი არ არსებობს, თუმცა არსებობს რეკომენდაციები, რომელიც მოცემულია „ზოგადსაგანმანათელბლო დაწესებულებაში რესურს ოთახების ორგანიზებისა და ფუნქციონირების გზამკვლევში“.

დოკუმენტის მიხედვით, რესურს ოთახში მოსწავლესთან სამუშაოდ განსაზღვრული დრო ვარირებს მოსწავლეების საჭიროებების, შესაძლებლობების, ინტერესების, ასაკის და განათლების საფეხურის მიხედვით. ყველა აკადემიურ თუ თერაპიულ მიზნებზე მუშაობის გათვალისწინებით, მოსწავლე რესურს ოთახში იმაზე მეტ დროს არ უნდა ატარებდეს, ვიდრე თავის საკლასო ოთახში თანატოლებთან ერთად ატრებს.

რესურს ოთახში მოსწავლესთან სამუშაოდ გამოყოფილი დროის მაგალითი შეიძლება იყოს კვირაში სამი აკადემიური საათი, თითო ვიზიტი 45 წუთიანი ხანგძლივობით ან იგივე სამი საათი, სხვა მოსწავლის შემთხვევაში, შესაძლოა სხვაგვარად იყოს განაწილებული და თითო ვიზიტი 25-30 წუთს არ აღემატებოდეს. ზოგიერთი მოსწავლე, შესაძლოა მხოლოდ კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ სარგებლობდეს რესურს ოთახის მომსახურებით. რაც უფრო მეტ მზაობას და თავდაჯერებულობას იძენს მოსწავლე, იცვლება რესურს ოთახში მისთვის გაწეული მხარდაჭერის ხანგრძლივობაც. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლესთან რესურს ოთახში მუშაობა საგაკვეთილო პროცესის შემდგომ არის დაგეგმილი, აღნიშნულიც გონივრულ დაგეგმვას მოითხოვს, რათა მოსწავლის ზედმეტი გადაღლა და გამოფიტვა არ გამოიწვიოს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია შემთხვევებიც, როდესაც მოსწავლე იმაზე ნაკლებ მომსახურებას იღებს რესურს ოთახში, ვიდრე სჭირდება. აღნიშნული, სკოლაში პროფესიული რესურსის ნაკლებობით ან რესურს ოთახის გადატვირთული გრაფიკით შეიძლება იყოს განპირობებული. ყველა შემთხვევაში, კრიტიკულია მოსწავლესთან რესურს ოთახში მუშაობის იმ ოპტიმალური დროის განსაზღვრა, რომელიც ყველაზე მეტად ეხმიანება მოსწავლის საჭიროებებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ზოგადსაგანმანათელბლო დაწესებულებაში რეუსრ ოთახების ორგანიზებისა და ფუნქციონირების გზამკვლევი“ მომზადებულია ორგანიზაციის „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, გაეროს ბავშვთა ფონდის და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება