სიახლეები
ყველაზე პოპულარული


„ყველა მასწავლებელს ექნება შეთავაზება სრული დატვირთვით იმუშაოს და შესაბამისად მიიღოს გაზრდილი ანაზღაურება“ - მამუკა ბახტაძე
20-06-2018
-
+


„ახალი სასწავლო წლიდან ახალი სტატუსით საქმიანობას დამატებით 7 ათასზე მეტი მასწავლებელი დაიწყებს. მათი საერთო რაოდენობა კი 25 ათასს გადააჭარბებს,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ სერტიფიცირებაგავლილ პედაგოგებზე საუბრისას განაცხადა.

მამუკა ბახტაძეს სერტიფიცირებაგავლილ პედაგოგებსა და მათთვის ხელფასების განაწილების სქემაზე კითხვა „ევროპული საქართველოს“ წვერმა, სერგო რატიანმა დაუსვა.

„სულ 58 ათასიდან მასწავლებლიდან, სერთიფიცირებაგავლილი არის 16 ათასი პედაგოგი და აქედან მხოლოდ 5 ათასს აქვს კუთვნილი 800 ლარი. დანარჩენებს მათ კუთვნილ თანხას არ აძლევენ და იმიზეზებენ იმას, რომ საათობრივ ანაზღაურებაზეა მიბმული. ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა 40 მილიონი ლარი. ხართ თუ არა მზად ეს უსამართლობა დასრულდეს?“ - მიმართა სერგო რატიანმა მამუკა ბახტაძეს.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ საათების მატების შეთავაზებას მიიღებენ ის პედაგოგები, რომლებიც ამ დროისთვის არასრული დატვირთვით მუშაობენ:

„ჩვენ მართლაც გვყავს მასწავლებელთა რაოდენობა, რომელთაც აქვთ ნაკლები საათი და რომ ჰქონდეთ სრული საათი, მიიღებდნენ გაზრდილ ანაზღაურებას, რომელიც მათ ობიექტურად ეკუთვნით. ჩვენ სწორედ ასე ვგეგმავთ, რომ ყველა მათგანს ექნება შეთავაზება, იმუშაოს იმ საათების რაოდენობით, რაც საჭიროა და ეს უკვე მათ ნებაზე იქნება. შესაძლოა, ვინმემ უარი თქვას, იმიტომ, რომ მათი ნაწილი სხვა სასწავლებლებშიც ასწავლის. ყველას, ვისაც სურს სრული დატვირთვით იმუშაოს და მიიღოს გაზრდილი ანაზღაურება, ამას მოახერხებს.

წელს იყო პირველი პრეცედენტი გარე დაკვირვების, შესაბამისად ყველა ის მასწავლებელი, ვინც ამ ფორმატში კომპეტენცია დაადასტურა, შეიცვლის სტატუსს და მოემატება ხელფასი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„პედაგოგები ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებენ“ - რა წერია მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამაში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება