| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N142 საჯარო სკოლაში საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა ეკოპროექტი „ეკოხედვა თანამშრომლობა - ჩვენი მდგრადი მომავლისთვის".
„ღონისძიება განსაკუთრებული ემოციებით, წარმატებებითა და ეკო-ინიციატივებით იყო დატვირთული!
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები, რაც ჩვენს ეკო-მიზნებს კიდევ უფრო დიდ ძალას სძენს!
ღონისძიების მთავარი მომენტები:
შეჯამდა პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები.
დასახელდა საუკეთესო ათი პოსტერი და მათი ავტორები დაჯილდოვდნენ .
„ბიბლუსმა“ პროექტის მენტორი მოსწავლეები, ლოგოს კონკურსის გამარჯვებულები და დებატების მონაწილეები ჩანთებით და სასკოლო რესურსებით დაასაჩუქრა.
„ფარმადეპომ“ მასწავლებლების წვლილი განსაკუთრებული აღიარებით აღნიშნა და საჩუქრები გადასცა.
სანერგე მეურნეობა პროექტს საჩუქრად გადასცა ნაძვები, რომლებიც პროექტის სახელზე დაირგო – მწვანე მომავლის სიმბოლოდ.
ღონისძიების დასასრულს საზეიმოდ გაიჭრა პროექტის სახელობის ტორტი.
მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრებით გაალამაზეს დღე, ხოლო ეკო-კლუბის წევრებმა-მასწავლებლებმა და მენტორმა მოსწავლეებმა თავიანთი ინიციატივები წარადგინეს.
ეს მხოლოდ დასაწყისია! ერთად გავაძლიეროთ ეკო-ცნობიერება და შევქმნათ უფრო მწვანე მომავალი“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე
„მე თქვენ მეამაყებით, ჩემო პატარა შვილებო, ჩვენო მომავალო თაობავ!“
სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია