| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას არაფორმალური განათლების პროექტებში ახალისებენ, რაც მათ შემართებაზე აისახება. მოტივირებული მოსწავლეები კი სხვადასხვა კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ.
ახლახან, ზერტის საჯარო სკოლის XIბ კლასის მოსწვალეებმა - მანანა ტერუნაშვილმა და ელენე ტურაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ესეების კონკურსში.
კონკურსი თემაზე - „დემოკრატიული სახელმწიფო“ ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ და აბიტურიენტთა კლუბმა გამოაცხადა.
მოსწავლეებმა საინტერესო საკონკურსო ნამუშევრები წარადგინეს და ალტე უნივერსიტეტისგან სერტიფიკატები დაიმსახურეს.
მოსწავლეთა პედაგოგი ნონა ტერტერაშვილი გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის
საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს
დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია