| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები საბჭოთა ოკუპაციის დღეს არაერთი საინტერესო აქტივობით გამოეხმაურნენ.
სკოლაში საგანამანათლებლო ღონისძიებთა კვირეული გაიმართა. კვირეულის ფარგლებში, ახლახან, სკოლა-გიმნაზიის Xა და Xბ კლასების მოსწავლეები სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შემავალ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა მუზეუმში დაცული საინტერესო ექსპონატები დაათვალიერეს, გაეცნენ ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაცია-ანექსიისა (1921 წლის თებერვალი-მარტი) და ანტისაოკუპაციო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1921-1990) ისტორიის ამსახველ მნიშვნელოვან დოკუმენტურ და ფოტომასალას, აგრეთვე, ნახეს აღნიშნული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწეთა მემორიალური ნივთები და მათ მოღვაწეობასთან დაკავშირებული ექსპონატები.
მოსწავლეებს მეგზურობას უწევდა მუზეუმის თანამშრომელი, რომელიც ბავშვებს ესაუბრა რუსეთის მიერ, საქართველოს პირველი (1801 წ) და მეორე (1921 წ) ოკუპაციის შესახებ.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საბჭოთა ოკუპაციის სასკოლო კვირეული გრძელდება და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო ღონისძიება ჰპირდება.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
1-ელი ოქტომბრიდან მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის ოდენობა იცვლება
რას ნიშნავს „სიქს-სევენ“, რომელსაც მასწავლებლების გასაბრაზებლად ბავშვები ხშირად იყენებენ და რატომ დააბნია მასწავლებლები მთელ მსოფლიოში
უმაღლესის მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების საყურადღებოდ - განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ
„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“