სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დეზინფორმაციაა, რომ მასწავლებლებს ვუკრძალავდით ტელეფონის გამოყენებას“...
28-08-2026
-
+


დეზინფორმაცია, რომ თითქოს, მასწავლებლებს ვუკრძალავდით ტელეფონის გამოყენებას - განათლების მინისტრის თქმით, მათ უბრალოდ თხოვეს თუკი მათ ტელეფონი არ სჭირდებათ რაიმე მასალის სადემონსტრაციოდ, მაგალითი მისცენ მოსწავლეებს და თვითონ განათავსონ ამ ყუთში ტელეფონი.

მისივე თქმით, შესანახ ყუთებს სკოლები ინდივიდუალურად იძენენ და მათი განთავსების ადგილსაც თავად არჩევენ.

„ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე ეს ყუთები შეძენილი აქვთ საჭირო რაოდენობიდან გამომდინარე. ეს არ არის ტელეფონის მიტანის აკრძალვა, როგორც ამას ავრცელებდნენ. ასევე, არაერთგზის გავრცელდა სრული დეზინფორმაცია, რომ თითქოს, მასწავლებლებს ვუკრძალავდით ტელეფონის გამოყენებას. ჩვენ უბრალოდ მასწავლებლებს ვთხოვეთ, რომ თუკი მათ ტელეფონი არ სჭირდებათ რაიმე მასალის სადემონსტრაციოდ, მაგალითი მისცენ მოსწავლეებს და თვითონ განათავსონ ამ ყუთში ტელეფონი და აჩვენონ კონკრეტული მაგალითი იმისა, როგორ უნდა ხდებოდეს ეს პროცესი. ტელეფონების შეზღუდვა ხდება საგაკვეთილო პროცესის დროს. ჩვენი მიზანია, რომ მოსწავლე იყოს მაქსიმალურად ჩართული საგაკვეთილო პროცესში და არ ჰქონდეს კონცენტრირება სხვა რამეზე, მითუმეტეს, ინტერნეტში ჩართულ მობილურ ტელეფონზე. ეს მთლიანად ეწინააღმდეგება სასწავლო პროცესს და რა თქმა უნდა, გათიშულია მიმდინარე სწავლა-სწავლების პროცესიდან.

რა თქმა უნდა, ჩემი ბრძანებით გვაქვს დადგენილი კონკრეტული გამონაკლისები როდის შეუძლია, რა შემთხვევაში შეუძლია ბავშვმა ისარგებლოს მობილური ტელეფონით და ეს ყველაფერი გაწერილია. ჩვენ სწავლის დაწყებამდე კიდევ ერთხელ მოვიკითხავთ, დავინტერესდებით დეტალურად იმის თაობაზე, თუ რამდენად ყველა ამის შესახებ ინფორმირებულია. ეს საერთო მიზნებისთვის არის მნიშვნელოვანი პროცესი.

სკოლები იძენენ ინდივიდუალურად, იძენენ იმ რაოდენობით, რაც საჭიროა. სავარაუდოდ, ეს ყუთები უფრო საკლასო ოთახებში განთავსდება, თუმცა სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, თითოეული სკოლა ინდივიდუალურად იმსჯელებს. ეს არის სკოლაში გადასაწყვეტი საკითხი“, - განაცხადა მიქანაძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება