სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ დავეხმაროთ მოზარდს ეკრანთან გატარებული დროის მართვაში - ფსიქოლოგის რჩევები
17-02-2025
-
+


თქვენი თინეიჯერი შვილი ციფრულ მოწყობილობებთან დიდ დროს ატარებს? ფსიქოლოგი და ბავშვთა განვითარების ექსპერტი, დოქტორი ლიზა დამური გვიზიარებს სამ გზას, თუ როგორ დავეხმაროთ მოზარდს ეკრანთან გატარებული დროის მართვაში.

1. დაინტერესდით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მოზარდს ტექნოლოგიების მიმართ

თინეიჯერები თითქმის ყველა საქმეში ციფრულ მოწყობილობებს იყენებენ - იქნება ეს დოკუმენტური ფილმების ყურება, ვიდეოგაკვეთილები, თუ მეგობრებთან ურთიერთობა. მოზარდთან ტექნოლოგიების გამოყენებაზე საუბრის დაწყება უმჯობესია არა აკრძალვის, არამედ ცნობისმოყვარეობის პოზიციიდან. შეეცადეთ გაარკვიოთ, თუ რა მოსწონს ტექნოლოგიებში და რა - არა. სთხოვეთ, დაფიქრდეს, თუ როგორ მოქმედებს ციფრული აქტივობები მის განწყობასა და საერთო კეთილდღეობაზე. ეს მიდგომა გაგიადვილებთ ურთიერთობას და დაგეხმარებათ, ერთად დააწესოთ ეკრანთან ურთიერთობის ისეთი საზღვრები, რომელიც მისთვის ყველაზე სასარგებლო იქნება.

2. ეკრანთან გატარებულმა დრომ არ უნდა ჩაანაცვლოს სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები.

პირდაპირი აკრძალვის ნაცვლად, ეცადეთ, ხელი შეუწყოთ მას ისეთი აქტივობებით დაკავებაში, რომლებიც ჯანსაღ განვითარებას უწყობს ხელს. თინეიჯერები, რომლებიც მნიშვნელოვან დროს უთმობენ სასკოლო დავალებებს, საზოგადოებრივ საქმიანობასა და ფიზიკურ აქტივობებს, მეტად დაბალანსებულად ურთიერთობენ ციფრულ მოწყობილობებთან. ეცადეთ, წაახალისოთ თქვენი შვილის რეალურ სამყაროში აქტიური ჩართულობა, რათა ეკრანთან გატარებული დრო ბუნებრივად დარეგულირდეს.

3. მიეცით ჯანსაღი მაგალითი

მოზარდები ყურადღებას აქცევენ არა მხოლოდ იმას, რასაც ვეუბნებით, არამედ იმასაც, თუ როგორ ვიქცევით. თუ თავად აჩვენებთ მოწყობილობების ჯანსაღად გამოყენების მაგალითს, თქვენს შვილსაც გაუადვილდება ამ ჩვევების გამომუშავება. მაგალითად, შეგიძლიათ უთხრათ: "მე ღამით არ ვინახავ ტელეფონს ჩემს ოთახში, რადგან ეს ხელს უშლის ძილს, რომელიც აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. შენთვის იგივე წესების დაცვა ჩემი ზრუნვის გამოხატულებაა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება