სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გაზაფხული ქაღალდით“- რგანის საჯარო სკოლაში გამოფენა მოეწყო
26-11-2019
-
+


ჭიათურის, რგანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

სკოლაში გამოფენა - „გაზაფხული ქაღალდით“ მოეწყო. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნაკეთობები, რომლებიც ხელოვნების გაკვეთილებზე მე-4 კლასის მოსწავლეებმა თეკლა ვეშაპიძემ და მარიამ გველესიანმა, პედაგოგ ფატმან ბურჯანაძის ხელმძღვანელობით შექმნეს. 

გამოფენაზე დაწყებითი კლასების პედაგოგის სულიკო ლაშხის მოსწავლეების მაია სამხარაძის (მე-3 კლასი), მარიამ უფლისაშვილის (მე-3 კლასი), თეკლა ვეშაპიძისა (მე-4 კლასი) და მარიამ გველესიანის (მე-4 კლასი) ხელნაწერები და აპლიკაციებიც გამოიფინა.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლის ზურაბ ვეშაპიძის ნახატები და პლასტელინით ნაძერწი ნაკეთობები - სხვადასხვა რეალური თუ მითიური ცხოველები.

გამოფენა მე-4 კლასის მოსწავლემ თეკლა ვეშაპიძემ გახსნა, რომელმაც ფორტეპიანოზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულა.

„გამოფენამ დიდი სიამოვნება მიანიჭა დამთვალიერებლებს - სკოლის პედაგოგებს, პერსონალს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება