სიახლეები
სიახლეები

„მოსწავლე, რომელსაც მისი ხელი ეჭირა, ღამით შიშით იღვიძებს და ყვირის: „არ გამიშვა ხელი!“ - სკოლის დირექტორი ტრაგედიის დეტალებზე
30-01-2025
-
+


25 იან­ვარს რიყის პარკის მიმდებარედ მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ, რომელსაც მე-10 კლასელი იო­სებ ადე­იშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე იმსხვერპლა, მთელი საქართველო შეძრა. ცნობისმოყვარე ბავშვებს, რომლებიც ინტერესის დასაკმაყოფილებლად, ე.წ რიყის დოქებში შედიან, მეგობრის გადარჩენისთვის ნახევარსაათიანი, უშედეგო ბრძოლა უწევთ...  Etaloni.ge-სთან მომხდართან დაკავშირებით, 132-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დირექტირი თამარ მაჭარაშვილი საუბრობს, რომელიც დაღუპულ, 16 წლის მოზარდს პირველი კლასიდან ასწავლიდა - ის, როგორც რიგითი მოქალაქე აპროტესტებს  ძველი თბილისის „სიმახინჯეებს“, უფუნქციო და რაც, მთავარია საფრთხის შემცველ შენობებს და ბავშვების მონაყოლის შემდეგ კი, გულგრილ ადამიანებზეც საუბრობს. 

„ბავშვი რუსული სექტორზე სწავლობდა, მე-10 კლასელი, 16 წლის, გადასარევი, წყნარი, მშვიდი და ზრდილობიანი იყო... პირველ კლასში ვასწავლიდი ქართულს, როგორც მეორე ენას. დადიოდა მუსიკაზე, ფორტეპიანოზე, ძალიან კარგად უკრავდა, ემზადებოდა კონცერტისთვის და შაბათსაც ზუსტად მუსიკის მასწავლებლისგან გამოვიდა, როცა თავის მეზობლებს, მე-8 კლასელ ბავშვებს დაურეკა, მათ რიყეზე, პარკში მიაკითხა, მერე რა ტრაგედიაც დატრიალდა, მთელმა ქვეყანამ იცის.

რაც შეეხება უბედურ შემთხვევას, ის მოხდა საშინელი კონსტრუქციის ნაგებობაში ზოგი, რომ დოქებს ეძახის, ზოგი - ძაბრს, მე არ ვიცი, რა ჰქვია, თუმცა, როგორც ერთი მოქალაქე ამ რაღაცას ვერ ვუწოდებს შენობას, ვაპროტესტებდი ყოველთვის ამ ძველი თბილისის სიმახინჯეებს, რომლებმაც ვერანაირად ვერ გაამართლა და ჯერ კიდევ ვერ ვარკვევთ რა დანიშნულება ჰქონდათ, ამ შენობის ქვეშ რაღაც ჩასაძრომი ყოფილა, ბავშვები ხომ იცით რა ცნობისმოყვარეები არიან, ვინ იცის რატომ შეძვრნენ, მაგრამ შევიდნენ ამ მიტოვებულ ადგილზე, სადაც წყლით სავსე ჩასავარდნი ღრმული ყოფილა და იქ ჩავარდა ბავშვი... ბავშვების ამბავი ხომ იცით? ნახეს რაღაც ღია სივრცე, დააინტერესათ, შეძვრნენ. ჩემს ბავშვობას რომ ვიხსენებ, იმდენჯერ გავპარულვარ სახლიდან, ამიყოლიებია ბავშვები და ისეთ ადგილებში გვივლია, ახლა, ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, ჩემს შვილს რომ იგივე გაეკეთებინა, შეიძლება მოვმკვდარიყავი შიშით“, - ამბობს დირექტორი. 

როგორც თავად გვიყვება, მოსწავლეების მონათხრობიდან გამომდინარე, შეშინებული მე-8 კლასელები ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდნენ მეგობრის გადარჩენას, პარკში მოსეირნეთაგან კი მათთვის დახმარების ხელი არავის გაუწვდია, ნახევარი საათის განმავლობაში ეს პატარა ბავშვები ებღაუჭებოდნენ, უფრო ღრმად რომ არ ჩავარდნილიყო: „იოსებს დუტის კურტკა ეცვა, როგორც დედამისმა მითხრა და ისიც რომ წყლით გაიჟღინთა, დამძიმდა და ბავშვებიც ვეღარ უმკლავდებოდნენ... მათ ყვირილს არავინ მიაქცია ყურადღება, ხალხით სავსე პარკში არავინ დაეხმარა ბავშვებს, ამ გამწარებულმა ბავშვებმა ისიც ვერ მოიფიქრეს, რომ 112-ში დაერეკათ, მერე ვიღაცას მიუძახია პატრულში დარეკეთო და როცა დარეკეს, 7-წუთში ადგილზე მისულა პოლიცია... როგორც ითქვა, გადამოწმდება კამერები და ყველა დაიკითხება გულგრილობისთვის, არ ვიცი, ესეც როგორ იქნება, ყველაფერი მათ ნამუსზე იყოს. 

თავად იოსები ქართველია, დედა ჰყავს რუსი, 2008 წელს არიან საქართველოში ჩამოსახლებულები, ამდენი წელია ნაქირავებში ცხოვრობენ, ომის მერე ჩამოვიდნენ აქ, აღარ უნდოდათ იმ ქვეყანაში ცხოვრება და ბავშვის დედა საერთოდ გაქართველდა, უჭირდა ბავშვს თავიდან ქართულად აზროვნება, დედა მეცადინეობაში ეხმარებოდა და ამის გამო გადაწყვიტეს რუსულ სექტორში შემოყვანა“.

დირექტორი ჩვენთან, მე-8 კლასელების მდგომარეობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისინი ახლა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. 

„მე-8 კლასელ ბავშვებთან, რომლებიც იოსების გადარჩენას ცდილობდნენ, ახლა მუშაობენ მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოცმუშაკები და ფსიქოლოგები, მათ გარეშე ამ სტრესთან გამკლავება წარმოუდგენელია. მშობლებისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ღამით არ სძინავთ, ერთ-ერთი, რომელსაც იოსების ხელი ეჭირა, ღამით ხტება და ყვირის: „არ გამიშვა ხელიო“, - გვიყვება დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

ოლიმპიადა izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით გაიმართა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადები გრძელდება

ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა 18 და 19 ნოემბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლისთვის მასწავლებლების რაოდენობა რეგიონების მიხედვით ცნობილია 

ბაღის პედაგოგები და ტექნიკური პერსონალი ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

სასკოლო ფორმების თანხას მშობლები გადაიხდიან - „დაახლოებით გავიანგარიშეთ, ერთი კომპლექტი რა დაჯდება...“

2026 წლიდან იურიდიულ ფაკულტეტზე სტუდენტებს მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს თბილი, მხარდამჭერი და შთამაგონებელი გარემო“
 
სკოლები

ეშტიის N1 საჯარო სკოლაც აქტიურად ჩაერთო ამ ულამაზეს ღონისძიებაში

 

 

„შეჩერდი, არა ძალადობას!“ - აღნიშნავენ ერთხმად მოსწავლეები და გმობენ ძალადობას

რეგისტრაცია შეუძლიათ ამავე სკოლის V-XII კლასის მოსწავლეებს

საინტერესო

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

ოლიმპიადა izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით გაიმართა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადები გრძელდება

მასწავლებლებს  დატვირთვას ხელოვნური ინტელექტი შეუმსუბუქებს - ბრიტანეთის მთავრობის ახალი პროექტი

ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა 18 და 19 ნოემბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა

სიახლეები
საზოგადოება