სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მეათე კლასის მოსწავლე, ღია თხრილში ჩავარდა და გაიგუდა - მის გადარჩენას მეგობრები ცდილობდნენ მაგრამ ვერ შეძლეს
29-01-2025
-
+


რიყის პარკში მეათე კლასის მოსწავლე, ღია თხრილში ჩავარდა და გაიგუდა.

შემთხვევა, რომელიც მედიაში დღეს გავრცელდა შაბათს 25 იანვარს მოხდა. მუსიკის გაკვეთილიდან გამოსული 16 წლის იოსებ ადეიშვილი პარკში მეგობრებთან ერთად დასასვენებლად შევიდა და შემთხვევით, ღია თხრილში ჩავარდა. მოზარდის გადარჩენას რამდენიმე წუთის განმავლობაში მეგობრები ცდილობდნენ, თუმცა ვერ შეძლეს.

„ტვ პირველის“ ამბობს, თვითმხილველთა თქმით, 30 წუთის განმავლობაში ადგილზე, ვერც პოლიცია და ვერც სასწრაფო დახმარების ჯგუფი ვერ მივიდა.. რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ტრაგედია დატრიალდა კი არც გამაფრთხილებელი ნიშნები და არც უსაფრთხოების ზომები არ არსებობდა.

აღსანიშნავია, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

განახლება: გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის მერია გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია რომ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და ტრაგედია კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში მოხდა

„გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, გარდაიცვალა, რიყის პარკში მდებარე ღია თხრილში ჩავარდა.16 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევის შედეგად

გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება. სამწუხაროდ, ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში.

სამწუხაროა, რომ მედია მსგავს ტრაგედიას იყენებს უწყების დისკრედიტაციისთვის.

უბედური შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება. მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.

თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს“,- ნათქვამია განცხადებაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება