სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოძალადე აღმზრდელი განაგრძობს პროფესიულ საქმიანობას, რაც დაუშვებელია - ადრეული განათლების სპეციალისტები და ფსიქოლოგები
25-01-2025
-
+


24 იანვარს გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ერთ-ერთი ბაღის აღმზრდელი მცირეწლოვან ბავშვებს უყვირის და ღირსების შემლახავად ეპყრობა საზოგადოებაში დიდი აღშთფოთება გამოიწვია. აღნიშნულ ფაქტს ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, ადრეული განათლების სპეციალისტები  და ფსიქოლოგები საერთო განცხადებით ეხმაურებიან.

ვიდეოს ავტორი მშობელი წერს, რომ არსებობს აღმზრდელის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შემთხვევაც: „აღმზრდელმა 2 წლის ბავშვს უყვირა და წაქცეული ხელით გამოათრია“ 

მათი შეფასებით, აღმზრდელის ქცევა, ფსიქოლოგიური და ემოციური ძალადობა, ლახავს ბავშვის, როგორც ადამიანის, პიროვნების ღირსებას და კატასტროფულად მოქმედებს მის განვითარებასა და კეთილდღეობაზე.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საბავშო ბაღის ადმინისტრაცია, თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო, თუმცა მათ მიერ არანაირი ქმედება არ განხორციელებულა, რაც შოკისმომგვრელი არაკომპეტენტურობის და სამსახურებრივი გულგრილობის მანიშნებელია.

ბავშვების უსაფრთხოება და ღირსება ყოველთვის პირველ ადგილზეა და მათი დაცვის ნებისმიერი წარუმატებლობა არის სისტემის წარუმატებლობა.

მოძალადე აღმზრდელი განაგრძობს პროფესიულ საქმიანობას, რაც დაუშვებელია, რადგან ის წარმოადგენს საფრთხეს ბავშვების ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისათვის. ძალადობის ნეგატიური გავლენა, იქნება ეს ფიზიკური თუ სიტყვიერი, მცირეწლოვან ბავშვებზე, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ბავშვების ემოციურ, სოციალური და კოგნიტურ განვითარებას.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ უწყებას, მიიღონ დაუყონებლივი და გადამწყვეტი ზომები ამ ინციდენტის გამოსაძიებლად. ბავშვებთან მუშაობის უფლება არ უნდა მიეცეს როგორც ძალადობის განმხორციელებელ, ასევე ძალადობის დამფარავ პირებს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

ნინო ცინცაძე – ასოცირებული პროფესორი, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დირექტორი

ხათუნა დოლიძე – ასოცირებული პროფესორი, ადრეული განათლების პროგრამის ხელმძღვანელი

ცირა ბარქაია – ადრეული განათლების სპეციალისტი, ფსიქილოგი

ლიკა ქურციკიძე – ფსიქოლოგი, ადრეული და ინკლუზიური განათლების სპეციალისტი

თეკლე კაპანაძე – ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტი

თამარა ჩაკვეტაძე – ადრეული გარე განათლების სპეციალისტი, ტყის პედაგოგიკის საერთაშორისო პრაქტიკოსი

ნინო ჯიჯავაძე – ადრეული განათლების სპეციალისტი

მაია ნასრაშვილი – „კივიტას გეორგიკას” პრეზიდენტი

გიორგი მესხიძე – „კივიტას გეორგიკას” დამფუძნებელი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება