სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

50 და 70-პროცენტიანი გრანტით ჩარიცხული სტუდენტთა თანადაფინანსების წესი განისაზღვრა
25-01-2025
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დამტკიცდა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით 50 და 70-პროცენტიანი გრანტით ჩარიცხული სტუდენტთა თანადაფინანსება.

პროგრამა ითვალისწინებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების დაფინანსებას, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 50 და 70-პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

დაფინანსება ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ტყიბულის მუნიციპალიტეტი.

დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება სასწავლო წლის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად სტუდენტის გადასახდელი თანხის გათვალისწინებით (ყოველ სემესტრში).

პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტის დაფინანსებას, რომლის აკადემიური მოსწრება წინა სემესტრის საშუალო მონაცემით არის 90 ქულიდან 100 ქულამდე, ხოლო პირველი კურსის პირველი სემესტრის შემთხვევაში გრანტის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

 პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია:

ა) განცხადება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 2 წლის მონაცემებით) პირის რეგისტრაციის შესახებ;

დ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში).

ე) ცნობა სასწავლებლიდან, რომელშიდაც მითითებული იქნება: საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, სემესტრი, სტუდენტის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასების შესახებ (100-ქულიანი სისტემიდან), სასწავლო წლის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასური, რა ოდენობის გრანტით სარგებლობს სტუდენტი, სტუდენტის გადასახდელი თანხის ოდნობა.

ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი).

პროგრამით ისარგებლებენ 2024 წლის და შემდგომ წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 50 და 70-პროცენტიანი გრანტის მფლობელი სტუდენტები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება