| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N161 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში ხალისითა და დიდი ინტერესით არიან ჩართულნი.
ახლახან, საბურთალოს რაიონის გამგეობამ ჩაატარა ლიტერატურული კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები: ელენე ცერცვაძე და მარიამ მდინარაძე.
გამარჯვებულები სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა. მოსწავლეები სერტიფიკატებით და სხვადასხვა სახის საჩუქრებით დააჯილდოვდნენ.
ორივე მოსწავლის თხზულებები დასახელდა საუკეთესოდ და შევა კონკურსანტების შერჩეულ თხზულებათა კრებულში, რომელიც გამოიცემა წიგნად.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება