სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სხვა სიახლეები, საინტერესო

ცვლილებები, რომლებიც 2025 წელს განათლების სფეროში იგეგმება
31-12-2024
-
+


რამდენიმე საათში ახალი წელი შემოაბიჯებს: ახალი მოლოდინით, ახალი იმედებით და სანამ საათი 12 საათს აჩვენებს, Etaloni.ge გაგაცნობთ იმ ცვლილებებს, რომელთა შესახებაც ამ ეტაპზეა ცნობილი და რომლებსაც მომავალ წელს უნდა ველოდეთ:

1-ელი იანვრიდან საბავშვო ბაღებისა და ავტორიზებული სკოლებისთვის სავალდებულო იქნება თვითშეფასების ჩატარება; ისიც ცნობილია, რომ სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალის ანაზღაურება მოიმატებს საშუალოდ 20 პროცენტით (ასე განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას).

ხელფასი 10 პროცენტით ემატება საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ პერსონალსაც, ასევე მანდატურებს, თუმცა ანაზღაურების ზრდა არ ეხებათ პედაგოგებს - 2025 წლის ბიუჯეტში აღნიშნულია, რომ განათლების სისტემის გაზრდილი დაფინანსება მასწავლებლების ზაფხულში მომატებულ ხელფასებს მოხმარდებაო.

წესით, 2025 წელს უნდა გავიგოთ, რა ბედი ელის მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემას, რომელიც 2024 წელს ახალი სახელფასო ფორმულის გამოქვეყნების შემდგომ შეჩერდა 2025 წლის 1 იანვრამდე და სხვათა შორის, ჯერ ისიც ბუნდოვანია, მოქმედებს სქემა თუ არ მოქმედებს; შესაბამისად არც ისაა ცნობილი, შეძლებენ თუ არა პორტფოლიოთი სტატუსის ამაღლებას გამოცდაჩაბარებული პედაგოგები; სამაგიეროდ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში ვკითხულობთ, რომ შემუშავდება და დაინერგება სკოლების მართვისა და დაფინანსების დიფერენცირებული მოდელები; ასევე, გადამუშავდება ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა;

განათლების მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ ისიც თქვა, რომ იგეგმება ეროვნული შეფასების დანერგვა „ჯერ მე-6, ხოლო შემდგომ მე-11-მე-12 კლასებში; ეს მოხდება მხოლოდ განმავითარებელი მიზნებით და ქულები არ აისახება მოსწავლის აკადემიურ შედეგებზე“.

უმაღლესი განათლების მიმართულებით ცვლილებებს რაც შეეხება, ცნობილია, რომ  2025 წელს დაინერგება უმაღლესი განათლების დაფინანსების ეფექტიანი სისტემა; შემუშავდება უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებების მდგრად განვითარებას და სასწავლო პროცესის სწავლის შედეგებზე ორიენტირებას; განხორციელდება ღონისძიებები ხარისხის განვითარების მხარდაჭერისთვის; შემუშავდება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სადოქტორო პროგრამების შეფასების ერთიანი კონცეფცია;

აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაცია შეუჩერა. მათივე განცხადების თანახმად კი, დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რასაც  უკვე 2025 წელს უნდა ველოდოთ. 

ამასთან, გაურკვეველია სასკოლო სახელმძღვანელოების ბედი, რომლებიც ექსმინისტრის - გიორგი ამილახვარის დაპირებით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ცვლილებისთანავე, ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში ჯერ კიდევ 2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისშივე უნდა მოსულიყო, თუმცა ეს დაპირება დაპირებად დარჩა და ჯერჯერობით ისიც გაურკვეველია, ამჟამინდელი მინისტრი წულაძე რა ნაბიჯებს გადადგამს სასკოლო სახელმძღვანელოების მიმართულებით, მაშინ, არც განახლებული საგნობრივი სტანდარტები გვაქვს და სხვათა შორის 2024 წელს სახელმძღვანელოების გრიფირებაც არ გამოცხადებულა.

სამაგიეროდ ის ვიცით, რომ აბიტურიენტები ქართულის ეროვნულ გამოცდაზე არ ჩააბარებენ „ხევისბერ გოჩას“, „სწავლა მოსწავლეთას“, „ბედი ქართლისას“, „ბედნიერ ერს“ და კიდევ რიგ ნაწარმოებებს, რომლებიც, ახალგაზრდებს თურმე დისკომფორტს უქმნიდათ და სწორედ ამიტომ ამოიღეს საგამოცდო პროგრამიდან (ასე განმარტა პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა).

ესაა ცვლილებები, რომლებიც ვიცით, რომ საგანმანათლებლო სფეროში 2025 წელს მოხდება, თუმცა ტრადიციულად, არც სიურპრიზებს გამოვრიცხავთ. Etaloni.ge გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და აქვე, იმედს ვიტოვებთ, რომ 2025 წელს განათლების მიმართულებით მხოლოდ სასიკეთო ძვრები მოხდება.  


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება