| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ და სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ.
ახლახან, ნოქალაქევის საჯარო სკოლის მე-5 კლასში ჩატარდა საინტერესო ღია გაკვეთილი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, რომელსაც მასწავლებელი ლია კუპრეიშვილი ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილის მიზანი იყო მიმიკის რაობის გაცნობიერება და სახვით ხელოვნებაში ემოციებისა და განწყობილების გადმოცემა სათანადო ნიმუშებზე მსჯელობისა და პრაქტიკული აქტივობის საფუძველზე.
მოსწავლეებმა ერთმანეთს შეადარეს სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი პორტრეტები. გაეცნენ მიმიკის საშუალებით ემოციებისა და განწყობილების გადმოცემის სხვადასხვა ხერხებს. სლაიდებით განიხილეს ილუსტრაციები. დასასრულს, თითოეულმა მოსწავლემ იმსჯელა საკუთარ ნამუშევარზე, თუ როგორი ემოცია გამოსახა პორტრეტზე.
მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში განხორციელებულ აქტივობებში.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სტუდენტის სტატუსის შეჩერების ახალი წესი
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება