| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სამტრედიის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში იმართება.
ამჯერად, სკოლის მე-5 ა კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ სოფიკო მარჯანიძის ხელმძღვანელობით იაკობ გოგებაშვილის - „იავნანამ რა ჰქმნა?!“ მიხედვით სპექტაკლი დადგეს.
„ბავშვის აღზრდა აკვნიდან, ჩვილობიდან იწყება. „იავნანას“ დანიშნულება არა მარტო ბავშვის დაძინება იყო, არამედ ამ სიმღერით დედა პირმშოს უნერგავდა სამშობლოსა და ოჯახის სიყვარულს, ერთგულებასა და თავდადებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. მათ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
„ლადო ასათიანის, გალაკტიონ ტაბიძისა და რაფიელ ერისთავის ლექსების ფონზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს საოცარი სპექტაკლი, რომელსაც ასევე ამშვენებდა ქართული სიმღერები და სადღეგრძელოები“, - ამბობენ სკოლაში.
ეს დღე დასამახსოვრებელი და საინტერესო აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
გვჯერა, თქვენი ცოდნა კიდევ ბევრ თაობას გაუკაფავს გზას უკეთესი მომავლისკენ