| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა, რომელიც პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს მისცემს შესაძლებლობას 2026 წლის 1-ელ იანვრამდე ჩააბარონ გამოცდა.
აღსანიშნავია, რომ მათთვის ამ დრომდე ვადა 2025 წლის 1-ელი იანვრამდე იყო განსაზღვრული, თუმცა როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, საკადრო დეფიციტის საშიშროების წინაშე რომ არ დამდგარიყო სკოლები, ამიტომ გახდა საჭირო ვადების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით, განათლების სისტემაში დასაქმებულია 530-მდე პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, რომელთაც არ აქვთ ჩაბარებული კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა,მისი ჩაბარების ვადის 1 წლით გადავადება კი მნიშვნელოვანია, რათა არ წარმოიშვას კადრების დეფიციტი, განსაკუთრებით მაღალმთიან და შორეული სოფლების საჯარო სკოლებში.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს
„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...
აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება