სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მეწარმეობის განვითარება ძლიერი სოფლის საწინდარია“- სამთაწყაროს საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა 
13-12-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გამორჩეულ და საინტერესო აქტივობებს ხშირად სთავაზობენ. 

მათ შორის, სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა - ნანა გახოკიძემ და ელენე გრიგორიადისმა, საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის მნიშვნელოვანი პროექტი - „მეწარმეობის განვითარება ძლიერი სოფლის საწინდარია“ განახორციელეს.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, არაფორმალური განათლების საშუალებით, სოფლის მოსახლეობის გაძლიერება, უმუშევრობის შემცირება და სოციალური მეწარმეობის განვითარება. 

პროექტის ფარგლებში, მასწავლებლები და მოსწავლეები ადგილობრივ მეწარმეს - გურამ ნაკაშიძეს ესტუმრნენ, რომლის საქმიანობამ მათზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა. ვიზიტისას, მოსწავლეებმა კაკლის ბაღები და კაკლის გადამამუშავებელი ქარხანა დაათვალიერეს. ისინი უშუალოდ გაეცნენ კაკლის გადამუშავების ტექნოლოგიურ პროცესს, რაც მოიცავდა ნერგის გამოყვანას, დარგვას, მოვლა-პატრონობას, მოსავლის აღებას, დამუშავებასა და რეალიზაციისთვის მომზადებას.

„ბატონი გურამის დამსახურებით, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ სიღრმისეულად გაცნობოდნენ, თუ რამდენი შრომა, მოთმინება და პროფესიონალიზმია საჭირო წარმატებული მეწარმეობის შესაქმნელად.

პროექტის შედეგებმა მოსწავლეებში გამოიწვია დიდი ინტერესი და შთაგონება. ისინი არა მხოლოდ მეწარმეობის პრაქტიკულ მხარეებს გაეცნენ, არამედ სიღრმისეულად შეიგრძნეს შრომისა და საქმის სიყვარულის მნიშვნელობა. მიღებული ცოდნა დაეხმარება მათ მომავალში საკუთარი იდეების განხორციელებასა და თემის ეკონომიკურ გაძლიერებაში.

სკოლის დირექცია გულწრფელ მადლობას უხდის ქალბატონ ნანა გახოკიძეს, ქალბატონ ელენე გრიგორიადისს და პროექტში ჩართულ ყველა მოსწავლეს გაწეული შრომისა და მაღალი მოტივაციისთვის.

განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ბატონ გურამ ნაკაშიძეს, რომელმაც გულწრფელად გაუზიარა მოსწავლეებს თავისი მრავალწლიანი გამოცდილება და საქმიანობის სიღრმეები, რითაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

სკოლა ყველა მონაწილეს უსურვებს წარმატებასა და წინსვლას, ხოლო ბატონ გურამს – ახალი მიღწევებისა და დიდი წარმატებების გზას!

პროექტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელია ძლიერი და წარმატებული თემის შექმნა, სადაც განათლება, მეწარმეობა და შრომა ხელჩაკიდებული მიდიან უკეთესი მომავლისკენ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

ვიდეოვიდეოვიდეო ვიდეო;  ვიდეოვიდეოვიდეო 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

სამოქალაქო, ბიოლოგია, სპორტი, ხელოვნება - მასწავლებელთა გამოცდების შედეგები ცნობილია

„მოსწავლეებს სკოლებში დახვდებათ ახალი წესი“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება