სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული მახასიათებლები - ცვლილებები სტანდარტში
18-12-2024
-
+


აღმზრდელ პედაგოგის პროფესიულ სტანდარტში ცვლილება შევიდა, სადაც გაწერილია კადრისთვის აუიცლებელი ყველა მახასიათებელი.

უფრო კონკრეტულად, აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული მახასიათებლებია:

1.გააზრებული აქვს ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები, განვითარების სფეროები და განვითარების კანონზომიერებები, მასზე მოქმედი ფაქტორები.

2.საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისას ეყრდნობა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებულ სტანდარტებს, სხვადასხვა პედაგოგიურ მოდელს, კურიკულუმებსა და თანამედროვე კვლევებს.

3.უზრუნველყოფს ბავშვზე ორიენტირებულ, ბავშვისადმი კეთილგანწყობილ და ბავშვის მოტივაციისკენ მიმართულ საგანმანათლებლო პროცესს.

4.საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისას ითვალისწინებს ჰუმანურობის, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებს.

5. აღმზრდელ-პედაგოგი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ავლენს ეფექტიანი კომუნიკაციის უნარს. გაწონასწორებული, კეთილგანწყობილი და ობიექტურია, ავლენს ემპათიას, იცავს ეთიკის ნორმებს.

6. კურიკულუმის, სწავლების მეთოდების, აქტივობების შერჩევისას და სამოქმედო გეგმების შედგენისას ითვალისწინებს თითოეული ბავშვის ასაკს, განვითარების დონეს, საჭიროებებს, შესაძლებლობებსა და ინტერესებს. იცავს თანაფარდობას აქტიურ და მშვიდ, მცირე და დიდ ჯგუფებში განსახორციელებელ, ბავშვებისა და უფროსის მიერ ინიციირებულ მოქმედებებს შორის.

7. საგანმანათლებლო პროცესში აქტივობების დაგეგმვისას და თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურად მუშაობისას იყენებს დარგობრივ ცოდნას, ირჩევს კურიკულუმით განსაზღვრული სივრცეების შესაბამის რესურსებსა და მასალებს, ბავშვების შესაძლებლობებისა და მზაობის გათვალისწინებით.

8. შეუძლია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის აქტიური ჩართვა საგანმანათლებლო პროცესის სხვადასხვა ეტაპის დაგეგმვასა და წარმართვაში (მაგ.: მათთან ერთად ქმნის საგანმანათლებლო რესურსებს, ადგენს დღის განრიგს, ჯგუფის წესებს და ა. შ.).

9. იცის თამაშის მნიშვნელობის თეორიული საფუძვლები, თავისუფალი თამაშის წახალისების სტრატეგიები, თამაშის ტიპები, ფორმები და იყენებს მას როგორც სწავლებისა და განვითარების ძირითად მეთოდს.

10. იცის ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული კანონმდებლობა და ინკლუზიური განათლების პრინციპები.

11. იცნობს ბავშვის განვითარების სხვადასხვა მდგომარეობას; შეუძლია ინტელექტუალური, სენსო-მოტორული, კომუნიკაციური თუ ქცევით ემოციური საჭიროებების დანახვა, რაც ხელს უშლის ბავშვის სწავლასა და დამოუკიდებელ ფუნქციონირებას; ხელს უწყობს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვის სწავლასა და განვითარებას.

12. იცის სახელმწიფო ენა და აქვს ენობრივი სენსიბილიზაციის/მგრძნობელობის კომპეტენცია.

13. ესმის ბავშვის სანდო მიჯაჭვულობის მნიშვნელობა და შეუძლია ზრუნვა ბავშვის საბავშვო ბაღთან უმტკივნეულო ადაპტაციაზე.

14. იცის სკოლაში ტრანზიციასთან დაკავშირებული საკითხები, თანამშრომლობს მიმღებ დაწესებულებასთან, ბავშვის ოჯახთან და შეუძლია, ხელი შეუწყოს ბავშვის ტრანზიციის პროცესს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში ახარებთ, პედაგოგთა ღვაწლის დაფასება და ყველა პედაგოგს კიდევ ერთხელ ულოცავენ პროფესიულ დღესასწაულს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება