სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს - გუნდურობას, ურთიერთპატივისცემას, პროფესიონალიზმს“,- ია მეფარიშვილი, ტობანიერის საჯარო სკოლის დირექტორი
02-12-2024
-
+


ია მეფარიშვილი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის დირექტორია, რომელიც ზრუნავს სკოლაში შექმნას უსაფრთხო, პოზიტიური და ეფექტური გარემო, პედაგოგებს ხელი შეუწყოს პროფესიულ საქმიანობაში, მოსწავლეებს კი სწავლის სურვილი გაუღვივოს - ამ შემართებით, სათავეში უდგას სკოლას და თავისი წვლილი შეაქვს განათლებული საზოგადოების ფორმირებაში. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ დირექტორ ია მეფარიშვილთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- ჩემთვის, როგორც სკოლის ლიდერისთვის, პოზიტიური სასკოლო გარემო ნიშნავს: მოსწავლეზე მორგებულ სასწავლო პროცესს, უსაფრთხო ფიზიკურ გარემოსა და სასკოლო კულტურის მაღალ დონეს!

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ჩემი აზრით მოსწავლე- მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ერთმანეთის აზრის პატივისცემა და ნდობა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს - გუნდურობას, ურთიერთპატივისცემას, პროფესიონალიზმს, საქმიანობისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას და თანამშრომლობით კულტურას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ჩემი მოტივაციაა ის პოზიტიური დამოკიდებულება სასკოლო საზოგადოებისგან, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებ.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ერთ კონკრეტულ წიგნს ვერაფრით გამოვყოფ, რადგან მე  ვთვლი, რომ წიგნების კითხვა სულიერების მასაზრდოებელია. მისი გავლენა ადამიანზე ძალიან დიდია... 

ბევრი კითხვა გვეხმარება,  ვიქცეთ უკეთეს ადამიანებად, ვიდრე აქამდე ვიყავით, სწორედ წიგნის კითხვას შესწევს უნარი ჩვენი სულიერი ზრდა გამოიწვიოს და სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნასა და  დამკვიდრებაში დაგვეხმაროს.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- ჩემი მოსწავლეობიდან  დღემდე ძალიან მომწონს და მახარებს ისეთი სასკოლო ღონისძიებები, რომლებიც ინტელექტუალურ და შემეცნებით შინაარსს ატარებს! 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ და პედაგოგთა თბილმა დახვედრამ ბავშვებს ლამაზი ემოციები აჩუქა

სკოლის ეზოში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა

 

 

15 სექტემბერს, სკოლამ მოსწავლეებს კარი საზეიმოდ გაუღო

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება