| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

უმაღლესი განათლების სისტემის ახალ მოდელზე ისაუბრა განათლების მინისტრობის კანდიდატმა ალექსანდრე წულაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული კონცეფციის შემუშავებაში ჩართულები იქნებიან წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.
„ჩვენი ხედვაა საუნივერსიტეტო კონსორციუმების, ქსელების ფორმირება, ახალი საუნივერსიტეტო ქალაქის აშენება, რომელიც მოიცავს როგორც ახალ კამპუსებს ისე სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს. 2025 წელს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნება სტუდენტთა ახალი საერთო საცხოვრებელი.
აღნიშნული კონცეფციის ნაწილი იქნება ასევე უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი - შედეგზე დაფუძნებული მოდელი, რომლის საშუალებითაც ჩვენ უზრუნველვყოფთ დაფინანსების შესაბამისობას სახელმწიფო პრიორიტეტებთან და ამავდროულად, უმაღლეს სასწავლებლებს შევუქმნით სათანადო ფინანსურ გარანტიებს ეფექტიანი და სტაბილური განვითარებისათვის“, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა ალექსანდრე წულაძემ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად