სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პირველი მაისის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები და კურსდამთავრებულები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ  
28-11-2024
-
+


ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და წარჩინებული მოსწავლე ჰყავს და მის კედლებში კიდევ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა იზრდება. 

ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, სკოლების წარჩინებულ მოსწავლეთა და კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 

2023-2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, დაჯილდოვდნენ კომპიუტერებით, ხოლო საშუალო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები - ოქროსა და ვერცხლის მედლებით. 

დაჯილდოებულთა შორის იყვნენ პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეები: ლიკა ბუკია, დიანა თოდუა, ანანო ყორშია და ანნა კვაშილავა, რომლებსაც კომპიუტერები გადაეცათ (დამრიგებელი-ნინელი ხუხია), ხოლო კურსდამთავრებულები: მაკა კობახიძე და თეიმურაზ კვიკვინია კი ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა და კურსდამთავრებულთა წარმატება, მათ ულოცავენ ამ ჯილდოს და წინსვლას უსურვებენ 

„ვულოცავთ მოსწავლეებსა და კურსდამთავრებულებს!  ვუსურვებთ მათ შემდგომ წარმატებებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება