| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლის დირექტორი მალხაზ ნატარიძე მოსწავლეებს უსაფრთხო, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობს. მას მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვნად ნდობა და პატივისცემა მიაჩნია. ბავშვებთან დირექტორს მეგობრული, თბილი ურთიერთობა აქვს, მათთვის რჩევებს არ იშურებს და სწორ ღირებულებებს უნერგავს.
etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს სკოლის დირექტორი მალხაზ ნატარიძე პასუხობს:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- უსაფრთხო გარემოს, თანამშრომლობას, მოთხოვნას, რაც აისახება გუნდურ მუშაობით.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა და პატივისცემა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- არიან ზრდილი, თბილი, პასუხისმგებლიანი მოსწავლეები და ღირებულებების სწორი შემფასებლები. ასევე ყველა ის წარმატებების გამო, რაც მათ ცოდნით მიაღწიეს.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- კოლეგიალურობას და გუნდურ მუშაობას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ვიყო მაგალითის მიმცემი და მათი წარმატების გამზიარებელი.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- ბოლო ზარი. საშემოდგომო ზეიმი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი