სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პირველი სვირის საჯარო სკოლაში „ასტრიდ ლინდგრენის კვირეული“ გაიმართა 
22-11-2024
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და საჭირო უნარების განვითარებაზე ზრუნავენ. ამჯერად, დაწყებითი კლასების კათედრამ (II, III, IV კლასები) საბავშვო მწერლის - „ასტრიდ ლინდგრენის კვირეული“ განახორციელა.

აღნიშნული პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ საბავშვო მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას. მის მიმდინაერეობაში დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - მაკა კობახიძე, იზა ღიბრაძე და ნანა მაღლაკელიძე ჩაერთნენ. მასწავლებლებმა მოსწავლეებს ელექტრონული პრეზენტაცია წარუდგინეს, მოასმენინეს სიმღერა - პეპი გრძელი წინდა. ამასთანავე, პედაგოგებმა მოსწავლეებს აჩვენეს ფილმი ასტრიდ ლინდგრენის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ და ნაწყვეტები ასტრიდ ლინდგრენის ბიულერბიუელი ბავშვებიდან.

მოსწავლეებს მიეცათ დავალება, სკოლაში ნანახი ფილმი გაეგრძელებინათ და დაეწერათ ჩანახატი. მათ ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებების („ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარსონი, პეპი გრძელიწინდა, როგორ იყიდა ულემ ელვა, ბიულერბიუელი ბავშვებიდან“) პერსონაჟების ილუსტრაცია გასაფერადებლად დაურიგდათ.

„სწავლების ეს ფორმა მოსწავლეებში ანვითარებს შემოქმედებითი უნარებს. ეს იყო  პროექტული სწავლების კვირეულის ფარგლებში განხორციელებული ძალიან საჭირო და საინტერესო აქტივობა. მადლობა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაწეული შრომისათვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება