სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პირველყოფილის დღიური“- კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება წარმატებით შეასრულეს 
20-11-2024
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისი“ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს, რაც მათი მომავალი წარმატების წინაპირობაა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, გამორჩეულ და საინტერესო აქტივობებს ახორციელებენ.

„ეს იყო ბრძოლა გადარჩენისათვის, სადაც ყველა დღე იყო ახალი გამოწვევა. ჩვენ ბუნების ლაბირინთში დაკარგული ვიყავით, სადაც უნდა გვეპოვა საჭმელი და თავშესაფარი“,- ეს გახლავთ ამონარიდი „პირველყოფილის დღიურიდან“, რომელიც VII და VII კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს. 

მოსწავლეებმა კაცობრიობის განვითარების უძველესი პერიოდი - ქვის ხანა კომპლექსური დავალების პროდუქტის პრეზენტაციით შეაჯამეს. მათი ხელმძღვანელი მასწავლებელი ნინო როინიშვილია. მოსწავლეებმა ნამუშევარში შემოქმედებითად და საინტერესოდ წარმოაჩინეს პირველყოფილი საზოგადოების ყოფა-ცხოვრება ქვის ხანაში.

აღსანიშნავია, რომ მათ ეტაპობრივად შეისწავლეს ძველი, შუა და ახალი ქვის ხანა. გაეცნენ იმ ეპოქის არტეფაქტებს, დაათვალიერეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძური. მიღებული ცოდნა პირად ცხოვრებას დაუკავშირეს და პირველ პირში, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გადმოსცეს ქვის ხანის თითოეული პერიოდის სიახლეები.

საკუთარ ნამუშევარზე თავად მოსწავლეები საუბრობენ:

„ჩვენ ვიმუშავეთ პირველყოფილის დღიურზე, რაც ძალზე საინტერესო იყო. ამ პრაქტიკულმა სამუშაომ ბევრი ცოდნა მოგვცა, დღიურის შექმნით გაგვიმარტივდა თემის შესწავლა. ბევრი ახალი ინფორმაცია შევიტყვეთ პირველყოფილებზე. ასევე, ვიზრუნეთ ნამუშევრის ვიზუალურ მხარეზე და შევეცადეთ გაგვეფორმებინა სხვადასხვა ხერხით, ჩავხატეთ პირველყოფილთა ხელოვნების ნიმუშები, მღვიმეების კედლებზე რომ ასრულებდნენ. დავამზადეთ სხვადასხვა დანიშნულების ძველი ნივთები. ვფიქრობთ, მსგავსი დავალებები ბევრ ცოდნას აძლევს მოსწავლეებს და სწავლის პროცესსაც უფრო საინტერესოს ხდის“,- აღნიშნავენ მოსწავლეები. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კომპლექსური დავალების შესრულებისას მოსწავლეებს შემდეგი უნარები განუვითარდათ: 

1. კრეატიულობა და წარმოსახვის უნარი, ისტორიების შექმნისა და პირველყოფილი ადამიანის ყოველდღიურობის წარმოდგენისას მოსწავლეებს განუვითარდათ ფანტაზია, როგორი შეიძლება ყოფილიყო მათი ცხოვრება;

2. კვლევითი უნარები, მოიძიეს ისტორიული და არქეოლოგიური ინფორმაციები, როგორ ცხოვრობდნენ პირველყოფილი ადამიანები;

3. წერისა და სტრუქტურული აზროვნების განვითარება. დღიურის ფორმატში წერა მოითხოვს ტექსტის დალაგებულად და ლოგიკურად ჩამოყალიბებას;

4. ემპათია და რეფლექსია. მოსწავლეები ცდილობენ წარმოიდგინონ, რას გრძნობდნენ და როგორ მოქმედებდნენ პირველყოფილი ადამიანები;

5. ისტორიული და კულტურული ცნობიერების გაღრმავება. მოსწავლეებმა შეიძინეს ცოდნა ადამიანთა განვითარების ეტაპებისა და ისტორიის მნიშვნელობის შესახებ.

„ასეთი აქტივობები გარდა ცოდნის მიღებისა, ხელს უწყობს პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას და სწავლის პროცესს უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება