სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა უნდა გაითვალისწინოს ბაღმა კურიკულუმის შერჩევისას და შექმნისას - დეტალური ინსტრუქცია
14-11-2024
-
+


კურიკულუმის შერჩევის, შექმნის, გაზიარების, შეფასებისა და განვითარების მეთოდოლოგიის დოკუმენტში განხილულია, რომ ავტორიზაციის სტანდარტის მიხედვით კურიკულუმის დაგეგმვის შედეგად დაწესებულებამ უნდა შეარჩიოს ან შექმნას კურიკულუმი, რომელიც:

ორიენტრირებულია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებით დადგენილი შედეგების მიღწევაზე - ეს ნიშნავს, რომ კურიკულუმით გათვალისწინებული სტრატეგიები და აქტივობები ხელს უნდა უწყობდეს ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტით განსაზღვრული და ასაკობრივ ჭრილში გაწერილი შედეგების მიღწევას განვითარების ხუთ სფეროსა და სამ მიმართულებაში:

5 სფეროს ჩამონათავლი: ფიზიკური და სენსორული განვითარება, სოციალურ-ემოციურიგანვითარებაკომუნიკაციური უნარებისენისა და მეტყველების განვითარება, შემეცნებითი განვითარება, დამოუკიდებლობა და ადაპტური ქცევის განვითარება.

მიმართულებები: ხელოვნება; წიგნიერება, მეცნიერება.

კურიკულუმის მიზნები ხელს უნდა უწყობდეს ბავშვებში ამ სფეროებისა და მიმართულებების შესაბამისი ცოდნის, უნარ-ჩვევების, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების განვითარებას. ასევე შესაძლებელია, რომ დაწესებულებამ საკუთარ კურიკულუმში დამატებით, უფრო სიღრმისეული აქცენტი გააკეთოს რომელიმე სფეროსა თუ თემატურ მიმართულებებში მოცემულ საკითხებზე და ეს კურიკულუმის მიზნებში იყოს გაცხადებული. თუმცა თუ კურიკულუმი სრულად არ ფარავს განვითარების ყველა სფეროსა და თემატურ მიმართულებებს, ის არ არის ავტორიზაციის სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისი. მაგალითად, სრულიად დასაშვებია, რომ დაწესებულებაში მოქმედებდეს კურიკულუმი, რომლის მიზანიც ხელოვნების მეშვეობით ბავშვის ემოციური კეთილდღეობის ხელშეწყობაა, თუ მასში წარმოდგენილი სხვადასხვა მრავალფეროვანი საქმიანობები და მიდგომები ხელს უწყობს განვითარების ყველა სფეროსა და მიმართულებებში წარმოდგენილი შედეგების მიღწევას. თუ ეს ასე არ არის, მაშინ დაწესებულებამ მაინც შეიძლება იხელმძღვანელოს ასეთი კურიკულუმით, თუმცა ეს საკმარისი არ იქნება ავტორიზაციის სტანდარტების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და მან უნდა გაამდიდროს არსებული ან დამატებით შეარჩიოს სხვა კურიკულუმიც, რომელიც საშუალებას მისცემს დაწესებულებას ის ცოდნა, უნარები, ღირებულებები და დამოკიდებულებები განუვითაროს ბავშვებს, რაც ხელოვნების მეშვეობით ბავშვის ემოციური კეთილდღეობის კურიკულუმში არ გვხვდება.

ეფუძნება თამაშს და აღიარებს ბავშვს,  როგორც საკუთარი სწავლისა და განვითარების პროცესის აქტიურ მონაწილეს;

ითვალისწინებს ოჯახებისა და ადგილობრივი თემის ჩართულობას;

ითვალისწინებს მრავალფეროვან, ბავშვების ასაკისა და განვითარების შესაბამის საქმიანობებს;

გაზიარებულია დაწესებულების პერსონალთან და მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან.

შესაბამისად სწორედ ამ  მახასიათებლებით ფასდება ადრეული და სკოლამდელი განათლების კურიკულუმი, ავტორიზაციის სტანდარტების მიხედვით. ის თუ როგორ უნდა შეირჩეს ან შეიქმნას ასეთი კურიკულუმი მომდევნო თავებში უფრო დეტალურადაა განხილული.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება