სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოშორის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს ლიტერატურული საღამო მიეძღვნა
13-11-2024
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

​ამჯერად, სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართა.

ლიტერატურული საღამოს ხელმძღვანელი მაყვალა მაჭარაშვილი გახლდათ.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VII-XII კლასების მოსწავლეები, რომლებმაც წაიკითხეს მწერლის ლექსები, ამონარიდები პუბლიცისტური ამონარიდი წერილებიდან, ციტატები პროზაული ნაწარმოებიდან. მათ ასევე გამოუშვეს ილიასადმი მიძღვნილი კედლის გაზეთი (რედაქტორი IX კლასის მოსწავლე ნინო ბუცხრიკიძე).

ღონისძიების მეორე დღეს, 9 ნოემბერს, VII-XII კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით მოეწყო ექსკურსია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში - საგურამოში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეები უკეთ გაცნობოდნენ ილია ჭავჭავაძის ცხოვრებას, შემოქმედებას და მოღვაწეობას საზოგადოებრივ ასპარეზზე.

„ილია ჩვენთვის წარსული არაა, ის მომავალია და მომავალი თაობა ისეთი იქნება, როგორიც იქნება მისი დამოკიდებულება ილიასადმი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო თითოეული მოსწავლისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება