| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
აღნიშნული ღონისძიების ინიციატორნი ფილოლოგი ნატო ჯოლოხავა და სამოქალაქო განთლების მასწავლებელი მაკა მეგრელიშვილი იყვნენ.
ღონისძიებაზე, საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს XI კლასის მოსწავლეებმა. ღონისძიების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ილია ჭავჭავაძის ღვაწლი უდიდესია XIX საუკუნის სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეში. მოსწავლეებმა ისაუბრეს წმინდანად შერაცხული ერისკაცის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტებზე, მათ შორის ტრაგიკულ აღსასრულზე.
„მათ ხაზი გაუსვეს იმ ეპოქის სირთულეს, რომელმაც ჩააქრო გენიალური მამულიშვილის სიცოცხლე, მაგრამ ვერ ჩააქრო მისი ანთებული თავისუფლების შუქურა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ეს დღე ემოციური და შთამბეჭდავი იყო იქ მყოფი თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილდებეს მასწავლებელი - ყველა დეტალი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება