| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასწავლო მასალას მონდომებით ეცნობიან.
ამჯერად, მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის „ბოშები“ სიღრმისეულად დაამუშავეს. შემდეგ კი, ფილმს - „ჩემი ბოშები“ უყურეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ფილმისა და ტექსტის შედარებამ შემდეგი საინტერესო ფაქტი გამოავლინა: იუმორი, ცხოვრებისეული განცდები, სევდა, ურთიერთობები საზოგადოების ყველა ფენას შორის, გურული იუმორისა და დიალექტების კომპექტი, სტრეოტიპის დამსხვრევა.
შესწავლილი მასალა მოსწავლეებისთვის ემოციური, საინტერესო და სიახლეებით სავსე იყო. ერთი-ერთმა მოსწავლმ თქვა: „დღეის შემდეგ, ჩემი ხედვა ბოშებისადმი საგრძნობლად შეიცვალა, ისინი იმსახურებენ, იყვენენ საზოგადოების ღირსეული წევრნი“.
აქტივობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ელენე დიასამიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
„აქტივობამ მოსწავლებს კიდევ უფრო განუვითარა ისეთი უნარების როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრა გზები, სოციუმში არსებული სტერეოტიპების აღმოჩენა და დამსხვრევა, კულტურული ცნობიერება, ინიციატივა და პასუხისმგებლობა! ფილმის ყურებამ ხაზი გაუსვა თანამედროვეობას, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში თავისუფალ აზროვნებას“,- წერს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ელენე დიასამიძე.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“
„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“
„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ